„2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, კანდიდატებმა შეძლეს კამპანიაში მონაწილეობა მიეღოთ თავისუფლად, კონკურენტულ გარემოში“, – განაცხადა ეუთო/ოდირის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ ჯონსონმა შემაჯამებელ კონფერენციაზე.
მისივე თქმით, არჩევნები კარგად მართული იყო, მაგრამ ის მკვეთრი პოლარიზაციისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა.
„ფართოდ გავრცელებული და თანმიმდევრული იყო ბრალდებები, რომლებიც უკავშირდებოდა ხმების მოსყიდვას, კანდიდატებისა და ამომრჩევლების დაშინებასა და არათანაბარ გარემოს. საარჩევნო მზადების პროცესი გახლდათ გამჭვირვალე და პროფესიონალურად მართული. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეროვნულ პრობლემებზე. მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი იყო მკვეთრად პოლარიზებული. ამბები მცირე ანალიტიკურ ჭრილში შუქდებოდა“, – აღნიშნა ალბერტ ჯონსონმა.
წყარო: იმედინიუსი