„საკვირაო წირვა ახალი რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდება და ეს რეკომენდაციია მრევლს შორის დისტანციის დაცვა. ვიზრუნებთ იმაზე, რომ მრევლს ეს ავუხსნათ”, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.
“ეს ზომა მიღებული არის გარკვეული მიზნის მისაღწევად. სრულიად ალოგიკურია, რომ 20 კვადრატულ მეტრში და ორიათასშიც ერთი რაოდენობის ადამიანზე იყოს საუბარი. მიზანი არის ის, რომ დისტანცია იყოს დაცული და თუ ეს შესრულდება არც ღვთისმსახურებას შეეშლება ხელი და არც რეკომენდაციას დავარღვევთ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.