2024 წლის 29 იანვარი განსაკუთრებული თარიღია.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს სამყაროს ადამიანების შესანიშნავად ესმის. ამიტომაც, თუ გსურთ, სურვილების ასრულების უფრო მეტი შანსი გქონდეთ, შესაძლოა, შემდეგი რჩევები გამოგადგეთ:
დაწერეთ ფურცელზე ყველაფერი, რაზეც მთელი გულით ოცნებობთ და გინდათ, რომ ახდეს. თუმცა, უახლოესი 6 თვის ვადაზე კონცენტრირდით. შეინახეთ ფურცელი და პერიოდულად გადახედეთ. ამ გზით, ერთი მხრივ, სამყაროს უგზავნით მესიჯებს, თუ რა გსურთ, რომ თქვენს ცხოვრებაში მოხდეს. მეორე მხრივ, საკუთარ თავს მიზნების შესახებ პერიოდულად გაახსენებთ და მოტივაციას იპოვით.
როდესაც ფურცელზე თქვენს სურვილებს ჩამოწერთ, ვიდრე შეინახავთ, ჭიქაში სუფთა წყალი აავსეთ, ნელ-ნელა დალიეთ და შემდეგ საბოლოო სია თავიდან წაიკითხეთ. ყოველ ყლუპზე გონებაში წარმოიდგინეთ ის, რაც ძალიან გინდათ, რომ ახდეს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დროს წყლისგან საჭირო ენერგიას იღებთ. შემდეგ ფურცელი შეინახეთ და პერიოდულად გადახედეთ. თუკი ამ დღეს რომელიმე მიზნისკენ ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამთ, ის საქმე ნამდვილად წარმატებული და იღბლიანი იქნება.