https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ და რაში დახარჯა მთავრობამ სარეზერვო ფონდი 5 წლის განმავლობაში

8:06; 6.06.2018
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

ყოველწლიურად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში იქმნება სარეზერვო ფონდები, რომლებიც გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად გამოიყენება. თავისი არსიდან გამომდინარე, სარეზერვო ფონდების რესურსები ძირითადად ფორს-მაჟორულ სიტუაციებზე უნდა იხარჯებოდეს, მაგალითად, სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები.

თუმცა, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის შემთხვევაში, 2013-2017 წლებში, იგივე მოცულობის თანხა დაიხარჯა ღონისძიებების ჩატარებაზე, რაც ფორს-მაჟორულ ან გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე _ ნათქვამია კვლევაში, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, სარეზერვო ფონდიდან ხშირად თანხები გამოიყოფა საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის ან ცალკეული მიმდინარე ხარჯების დასაფარად კონკრეტული მიზეზის მითითების გარეშე, რაც ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული ხარჯების სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების აუცილებლობას.

 IDFI-ს მიერ შესწავლილმა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის პრაქტიკამ (2013 წლიდან)  გამოავლინა რიგი პრობლემები – კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერები შეუზღუდავ საშუალებას აძლევს ხელისუფლებას სარეზერვო ფონდების განკარგვისთვის, ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემა და გაუმჭვირვალე ხარჯვის რისკები.

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები. ორივე ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების (გამოყოფილი თანხების) მთლიანი ოდენობის 2%-ს.

ამ ორი ფონდის გარდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში იქმნება თვითმმართველი ერთეულის სარეზერვო ფონდები, ისევე როგორც ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი;

 მთავრობის სარეზერვო ფონდი გათვლილია ისეთი გადასახდელების დასაფინანსებლად, რომელთა გათვალისწინებაც შეუძლებელია ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე, ობიექტური გარემოებების გამო;

 მოცულობით ყველაზე დიდი საქართველოს მთავრობისა სარეზერვო ფონდია;

თუ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100,000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერმინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე;  სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე. შესაბამისად, ამ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას არაა სავალდებულო კონკურენციის უზრუნველყოფა. ასევე არაა სავალდებულო გამჭვირვალობის უზრუნველყოფა შესყიდვის განხორციელებისას, _ აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 2013 წლიდან 2017 წლამდე, ჯამში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცა 595 მლნ ლარზე მეტი. ამ პერიოდში, ყველაზე მეტი თანხა გაიცა 2016 წელს _ 172 მლნ ლარზე მეტი .

„ამასთანავე, ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა დაგეგმილთან შედარებით იზრდებოდა მინიმუმ 80%-ით. მთავრობის სარეზერვო ფონდის შევსება ხდებოდა სხვადასხვა გზით, მათ შორის:  საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის გათვალისწინებული ასიგნებების შემცირების ხარჯზე;  ტენდერებიდან წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე; საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე ვალდებულებებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების შემცირების ხარჯზე;  ბიუჯეტში სხვადასხვა კატეგორიის ასიგნებების შემცირების ხარჯზე”, _ ამბობენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.

მონაცემების დამუშავების შედეგად გამოჩნდა, რომ რომ წლების განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდის საგრძნობი ნაწილი იხარჯებოდა არა ფორს-მაჟორულ ან გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე არამედ საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებაზე, ისევე როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე ან ცალკეული მიმდინარე ხარჯების დაფარვაზე. თემატური თვალსაზრისით, ყველაზე მეტი თანხა გაიცა გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად – 155 მლნ ლარზე მეტი (ჯამურად გაცემული თანხის 26,17%). თუმცა, ამ კატეგორიას მცირედით ჩამორჩება ღონისძიებების ორგანიზება – 150 მლნ ლარზე მეტი (ჯამურად გაცემული თანხის 25,2%). რიგ შემთხვევებში, თანხა გაიცემოდა ღონისძიებებისთვის, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება. მაგალითისთვის, საანგარიშო პერიოდის ყოველ წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გაიცემოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის _ 26 მაისის ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით. ჯამში 26 მაისის ღონისძიებაზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცა 5,162,626.80 ლარი

მთავრობის სარეზერვო ფონდის ფაქტობრივ ხარჯში ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხებს (9%) და სოციალურ ხარჯებს (ჯამურად გაცემული თანხის 7%). სოციალურ კატეგორიაში მოიაზრება ელექტროენერგიის სუბსიდიები, მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი და მატერიალური დახმარება, დევნილი ოჯახებისთვის დახმარების სხვადასხვა ფორმით გაწევა, ოკუპირებული ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევა და სხვა.

 რაც შეეხება კატეგორიას – „სახელმწიფო სტრუქტურის ფუნქციონირებისთვის საჭირო“, ის სხვადასხვა ხარჯებს აერთიანებს. თუმცა, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებებისდამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ ამ კატეგორიის თანხები ძირითადად მომსახურების, საქონლის ან სამუშაოს შეძენისთვის გამოიყენებოდა. თავად ღონისძიებების კატეგორიების მხრივ ყველაზე მეტი თანხა საანგარიშო პერიოდში გამოიყო ერთ კონკრეტულ სასოფლო სამეურნეო ღონისძიებაზე  _ 48 მლნ ლარი („2015 წლის რთველის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით“), ასევე სპორტული ღონისძიებების _ 32 მლნ ლარი, და სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსებაზე _ 9.6 მლნ ლარი.

 ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ნახევარზე მეტი თანხა 26 მაისის ღონისძიებას მოხმარდა. ამასთანავე, ის ღონისძიებები, რომლებისთვისაც საჭირო იქნებოდა საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვა კონკურენციის გარეშე შეიძლება ყოფილიყო შეძენილი რაც აჩენს ბიუჯეტის არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს.

„რიგი სახელმწიფო უწყებები ყოველ წელს ითხოვდნენ თანხებს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რაც ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემაზე მიუთითებს“ _ აწერია კვლევაში.

 ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ჯამში 2013 წლიდან 2017 წლის განმავლობაში გამოეყო 100 მლნ ლარზე მეტი, ისევე როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტრო _ 40 მლნ ლარზე მეტი.

 სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის თანხების გამოყოფა ძირითადად ხდებოდა სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ქართველი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის (საწევრო, მგზავრობა, საცხოვრებელი და სხვა), ასევე, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით.

 რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს, სარეზერვო ფონდიდან თანხები ძირითადად გამოიყო სხვადასხვა შესყიდვების განსახორციელებლად, ღონისძიებების ჩასატარებლად, შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო ხარჯების დასაფარად, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების დასაფინანსებლად.

როგორც აღინიშნა, წლების განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფოდა ისეთი ხარჯების დასაფარად, რომლებიც ყოველწლიურია და დაგეგმვის ეტაპზე შესაძლებელია მათი გათვალისწინება სახელმწიფო უწყებების ბიუჯეტებში.

26 მაისის ღონისძიება ვინაიდან 26 მაისის ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს ატარებს, შესაძლებელი იყო შესაბამისი მხარჯავი დაწესებულების მიერ აღნიშნული ხარჯების გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე. ჯამში, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაიხარჯა 5,162,626.80 ლარი.

საქართველოს პროკურატურის ყოველწლიური ხარჯი ყოველწლიურად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა თანხა პროკურატურის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით _ იურიდიული კომპანიებისა და სისხლის სამართლის დარგის სპეციალისტებისაგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, სათანადო ცოდნის მქონე ექსპერტების მიერ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს საექსპერტო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევების ჩატარების, მათ ვიზიტთან დაკავშირებული ხარჯებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახადების დასაფინანსებლად. ჯამში, ამ მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაიხარჯა 3,325,310.90 ლარი.

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ ასევე ყოველწლიურად ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, რომლის ორგანიზებას უზრუნველყოფდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 5 ჯამში, ამ ღონისძიებაზე დაიხარჯა 998,169.3 ლარი.

ყოველწლიური იდენტური ხარჯების გარდა, წლების განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყოფა ისეთი ხარჯების დასაფარად, რომლებიც არ ატარებენ სისტემატურ ხასიათს, თუმცა მათი შინაარსიდან გამომდინარე ეს ხარჯები რთულია მიეკუთვნოს გაუთვალისწინებელ ხარჯების კატეგორიას.

ამ და ზემოთ მოყვანილ სხვა ხარვეზებზე ასევე მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას

13:50; 13 თებერვალი, 2026
ფინანსები

“წავიდა ჩვენი სავალუტო რეზერვები ჩინეთში!” – რომან გოცირიძე

13:40; 13 თებერვალი, 2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

13:27; 13 თებერვალი, 2026
ფინანსები

“ღმერთო, ჩამოი დაბლა, რაფერ უძლებ ამდენს???”

09:44; 13 თებერვალი, 2026
ფინანსები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

16:18; 12 თებერვალი, 2026

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე საზოგადოებას ბოდიშს უხდის _ "ჩვენ გვაქვს მაღალი თმენის ვალდებულება"

კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია _ არჩილ ტატუნაშვილის მამა ექსპერტებს ხვდება

ყველა სიახლე

პოლიტიკა

კობახიძე: რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ტერიტორიის 20%-ზე, ექსტრემალური ძალები კი – 100%-ზე, ვუპირისპირდებით

13:35; 16.02.2026
სამართალი

ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ

13:24; 16.02.2026
სამართალი

მამაკაცი კორპუსიდან გადმოვარდა და დაიღუპა

13:19; 16.02.2026
საზოგადოება

“ცხედარს საშინელი წამების კვალი ეტყობა” _ უკრაინაში ოზურგეთელი მებრძოლი დაიღუპა

12:56; 16.02.2026
საზოგადოება

საკადრო ცვლილებები სუს-ში

12:48; 16.02.2026
საზოგადოება

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

12:11; 16.02.2026
საზოგადოება

„ქსელურების ბინძური თამაშის შედეგებს, დისტრიბუცია ტრადიციულ მარკეტებს უნაწილებს“_ ვნებათაღელვა ფასნამატზე გრძელდება

12:00; 16.02.2026
ზაფრანი

ფინანსური წარმატება და სასიამოვნო სიახლეები – როგორი იქნება 16-22 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

10:51; 16.02.2026
სამართალი

აჭარაში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:40; 16.02.2026
ზაფრანი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:39; 16.02.2026
საზოგადოება

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

10:21; 16.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:19; 16.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტში დღეს გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და აქტივობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ

10:16; 16.02.2026
ზაფრანი

ქმარი, ცოლი და ასტროლოგია   

10:13; 16.02.2026
ზაფრანი

რა საჩუქარი მიიღე სამყაროსგან    

10:11; 16.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო