გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს “გურია ნიუსი” ფეისბუქის ოფიციალური გვერდით პირდაპირ ეთერში თითქმის უწყვეტად გადასცემდა.
ჩვენ ვიყავით ერთადერთი მედიასაშუალება, რომელმაც მოახერხა და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია მას შემდეგ ჩაწერა, რაც მის ოთახში ნიკა მელიასა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების შეხვედრა დასრულდა.
აღნიშნული ინტერვიუ, სხვა მოვლენების მსგავსად, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ეს ვიდეოკადრებიც ლაივსტიმიდანაა ამოჭრილი.
კადრებში კარგად ჩანს, როგორ არ აცლის საკრებულოს თავმჯდომარეს საუბარს დეპუტატი ქეთი ვასაძე _ ის დარჩიას თავიდან, როგორც პატარა ბავშვს ჯერ დუმილისკენ მოუწოდებს და საუბრის საშუალებას არ აძლევს, შემდეგ კი ოთახიდან კოლეგასთან, მარი ჩხიკვიშვილთან ერთად „იტაცებს”, რომ საუბარი არ გააგრძელოს.