https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ დაემშვიდობნენ პატრიარქს გურიაში

17:15; 24.03.2026
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ შემოქმედის ეპარქია, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას.

ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს მისი უწმინდესობა და განისვენოს წიაღსა შინა აბრამისათა, ისაკისათა და იაკობისათანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

მადლობა ჩვენო დიდო პატრიარქო ყველაფრისთვის”, _ აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა იოსები შემოქმედელი მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებას.

სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაფიძის კლინიკაში, ორშაბათს, 16 მარტს, ნაშუადღევს მიიყვანეს, შემდეგ კი “კავკასიის მედიცინის ცენტრში” გადაიყვანეს.

კლინიკის წარმომადგენელის განცხადებით, მას კუჭიდან მასიური სისხლდენა აღენიშნებოდა. ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

17 მარტს, გვიან საღამოს პატრიარქის გარდაცვალების შესახებ საპატრიარქოს მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირმა) განაცხადა.

პატრიარქის ცხედარი ჯერ საპატრიარქოში, ხოლო შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

18-21 მარტის ჩათვლით, სამოქალაქო პანაშვიდები მიმდინარეობდა, სადაც სულიერ მამასთან გამოსამშვიდობებლად არაერთმა ადამიანმა მოიყარა თავი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებიდან უფასო ტრანსპორტი დაინიშნა; დაეშვა დროშები სამთავრობო უწყებებზე; ადგილობრივ ადმინისტრაციულ შენობებზე ილია მეორის გამოსახულებიანი ბანერები გადმოიფინა.

“ჩოხატაურიდან დილას ადრე გავედით, თბილისში დაახლოებით 12 საათისთვის ვიყავით. სამებასთან იმდენი ადამიანი იყო თავმოყრილი, რომ რამდენიმე საათი რიგში გავატარეთ. ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს და გზამ დამღალა, აქ ყოფნა ჩემი სულის მოთხოვნილება იყო.

პატრიარქი ჩვენი ეპოქის სიმბოლოა _ მან გადაგვატანინა ყველაზე რთული წლები. მჯერა, რომ მისი ლოცვა ისევ დაიფარავს საქართველოს. ეს არ არის მხოლოდ დამშვიდობება, ეს არის მადლიერება იმ დიდი სიყვარულისთვის, რაც მან დაგვიტოვა”, _ გვითხრა ერთ-ერთმა ჩოხატაურელმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს წესი მსოფლიო პატრიარქმა აუგო, რომლის თქმით, პატრიარქის სიკვდილით ღვთისმოშიშ ქართველ ერს მოაკლდა სულიერი მამა:

“როგორ არ ვტიროდეთ უდიდესი ტკივილით ზნეობრიობის პატივისცემისა და ღვთის მოყვარე ცხოვრების უდიდეს სიმაღლეზე მყოფი პიროვნების, ნეტარხსენებული, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ჩვენგან განშორებას. აღმოსავლეთის ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ იერარქთა პატივცემული დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ, ბრძენ და ბრწყინვალე ძმას.

საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსმთავარი, ქვეყნის პატივცემულ წმინდა იერარქიას კი ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული და სამოძღვრო გამოცდილების მქონე მისი პირველი იერარქი, რომლის მიერაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობის საღვთო მადლი, პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი ყოვლად კეთილსა და ერის მოყვარე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი.

ღვთისმოშიშ ქართველ ერს მოაკლდა მზრუნველი და მოსიყვარულე მამა, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ფხიზლობდა ღვთისმიერი აღმშენებლობისთვის, სულიერი განმტკიცებისთვის, საზოგადოებრივი წინსვლისა და მისი კეთილდღეობისათვის”, _ განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

ილია მეორესთან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე სიტყვით მთავრობის მეთაურებიც გამოვიდნენ.

პატრიარქთან გამოსამშვიდობებელი პოსტები გამოაქვეყნეს სოციალურ ქსელში მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმაც.

“ჩვენი პატრიარქი…

ფასდაუდებელია ჩვენი სულიერი მამის ღვაწლი და მრავალწლიანი მსახურება. მისი მოღვაწეობა იყო რწმენის, სიყვარულის, სიკეთის და ერთიანობის მაგალითი.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალება უდიდესი ტკივილია….მარადიული ხსოვნა მის სულს.

ვუსამძიმრებ ჩვენს სამშობლოს, მართლმადიდებელ ეკლესიას და საზოგადოება”, _ დაწერა სოციალურ ქსელში “ოცნების” დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ.

სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ილია მეორის გარდაცვალებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია:

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა, ერის წინაშე გაწეული უმნიშვნელოვანესი ღვაწლი და სამშობლოსადმი თავდადებული მსახურება უდიდეს და გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს”, _ დაწერა მინდია ჟღერიამ.

სოციალურ ქსელში გაავრცელა სამძიმრის პოსტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმაც:

“ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო.

საქართველოს სულიერი მოძღვრის გარდაცვალება მძიმე დანაკარგია მთელი ქვეყნისთვის, მთლიანად მართლმადიდებლური სამყაროსთვის!

უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი”, _ დაწერა ალექსანდრე სარიშვილმა.

ილია მეორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, პაატა კუნჭულია:

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში ღირსეულად წინამძღვრობდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას და ემსახურა ქართველი ერის სულიერ განმტკიცებას.

​საქართველოში გლოვის დღეა. ამ მძიმე წუთებში, ოზურგეთის სახელით, ვუერთდებით მართლმადიდებელი ეკლესიისა და სრულიად საქართველოს მწუხარებას”.

“არასდროს დამავიწყდება, მ.სააკაშვილმა საპრეზიდენტო რეზიდენციაში მისი პრეზიდენტობის ბოლო წელს ვახშამზე, სადაც მეც ვიმყოფებოდი, დასვა ასეთი ნახევრადრიტორიკული შეკითხვა: თქვენი აზრით, ვინ ეზიზღება ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილს? იქ მყოფთა 99% უპასუხა, რომ თქვენ! არა, მე არა, პატრიარქი! იყო მისი მოულოდნელი პასუხი!

ახლა როცა, ეპოქალური პიროვნება აღესრულა და გზა მართალსაა, გამახსენდა პრეზიდენტ მ. სააკაშვილის ეს სიტყვები და თან ზუსტად გავათვითცნობიერე შინაარსიც რომ, იგი, ილია მეორე, იყო პიროვნება, რომლის ავტორიტეტის ეშინოდა იმათაც კი, ვისაც ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად!

დაიმახსოვრეთ: მზეს ისე ნუ მიუახლოვდებით, რომ დაგწვათ და ნურც ისე დაშორდებით, რომ გაიყინოთ!

ხსოვნა და არდავიწყება ჩვენს პატრიარქს.

ნუ განიკითხავთ, ილოცეთ!

დიდება მამასა, ძესა, და წმინდასა სულსა, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე! ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი…” _ აღნიშნული განცხადება კი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთელმა ლიდერმა, კახა ასკურავამ გაავრცელა.

პატრიარქის გარდაცვალებამ საქართველოში ერთი ეპოქა დაასრულა და პოლიტიკური სპექტრი ახალი რეალობის წინაშე დააყენა.

პარტია “ახალის” ჩოხატაურელი ლიდერი, ბაჩო ახალაძე “გურია ნიუსთან” ამბობს:

“ილია II-ის გზავნილიდან დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს ყველაზე მეტად სჭირდება ერთი რამ:

პასუხისმგებლობა საკუთარი სიტყვებისა და ქმედებების მიმართ _ მზადყოფნა, შეწყვიტონ დაპირისპირება მაშინ, როცა ის უკვე აზიანებს ქვეყანას.

ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გადალახოს მუდმივი პოლარიზაციის ლოგიკა და გააცნობიერონ:

ძალაუფლება, რომელიც გაყოფაზე დგას, საბოლოოდ ასუსტებს სახელმწიფოს.

ამიტომ ყველაზე საჭირო არის არა უბრალოდ დიალოგი, არამედ ნამდვილი ნება დაპირისპირების დასრულებისკენ _ ისეთი ნება, რომელიც სიტყვას ქმედებად აქცევს და ერთობას პოლიტიკურ ინსტრუმენტად კი არა, საზოგადოებრივ პასუხისმგბელობად ხედავს”.

ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს, ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში) დაიბადა. მან განათლება მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიიღო, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. მისი აკადემიური მოსწრება ყველა საგანში უმაღლესად ფასდებოდა, ხოლო საბაკალავრო ნაშრომი ათონის ივერიის მონასტრის ისტორიის თემაზე დაიცვა.

ჯერ კიდევ სასწავლებლის დასრულებამდე, 1957 წელს ის მონაზვნად აღიკვეცა და სახელი ილია ეწოდა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბათუმის საკათედრო ტაძარში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, სანამ 1977 წლის ნოემბერში პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდებოდა.

1977 წლის 23 დეკემბერს გამართულ XII საეკლესიო კრებაზე მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. მისი აღსაყდრების დროს საქართველოს ეკლესიაში მხოლოდ 15 მოქმედი ეპარქია და ასამდე სასულიერო პირი მსახურობდა. ილია II-ის მმართველობის 48 წლის მანძილზე ეპარქიათა რიცხვი 47-მდე, ხოლო სასულიერო პირთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა. აღორძინდა სამონასტრო ცხოვრება და გამოცხადდა არაერთი ახალი წმინდანის კანონიზაცია, მათ შორის, ილია ჭავჭავაძის (ილია მართლის) და კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიასი.

საეკლესიო დიპლომატიის თვალსაზრისით, ილია II-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარება. მიუხედავად იმისა, რომ ავტოკეფალია 1917 წელს აღდგა, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო მას ოფიციალურად არ ცნობდა. 11-წლიანი მოლაპარაკებების შედეგად, 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქომ გამოსცა მტკიცების სიგელი, რითაც მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია და მისი მეთაურის საპატრიარქო ტიტული.

პატრიარქის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით გახორციელდა უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა შორის ცენტრალური ადგილი წმინდა სამების საკათედრო ტაძარს უკავია. მისი მშენებლობა 1980-იანი წლების ბოლოს დაიგეგმა და 2004 წელს დასრულდა. ამას გარდა, აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი და არაერთი სასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რითაც საფუძველი ჩაეყარა საღვთისმეტყველო განათლების სისტემურ განვითარებას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა ილია II-ის მმართველობის პერიოდში _ 2002 წელს, კათალიკოსისა და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელმოწერით დაიდო კონსტიტუციური შეთანხმება, იგივე კონკორდატი, რომელმაც სამართლებრივად განსაზღვრა ეკლესიის განსაკუთრებული როლი და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან.

პატრიარქი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ ორიენტაციასა და ქვეყნის ინტეგრაციას ევროსტრუქტურებში, რასაც არაერთხელ უსვამდა ხაზს საერთაშორისო დონის შეხვედრებზე. თუმცა, ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა რუსეთთან ურთიერთობებში და ქვეყნის ინტერესებს, მათ შორის, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრების დროსაც ატარებდა.

საერთაშორისო არენაზე ილია II მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნეოდა. მათ შორის იმიტომაც, რომ 1978-1983 წლებში ეკავა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ილია II-მ უშუალო მონაწილეობა მიიღო ჰუმანიტარულ მისიაში. მან მოახერხა კონფლიქტის ზონაში, კერძოდ გორსა და ნიქოზში უსაფრთხო დერეფნის შექმნა, საიდანაც გამოიყვანა დაჭრილები და უზრუნველყო დაღუპული სამხედროების ცხედრების გადმოსვენება. პატრიარქი მუდმივად მოუწოდებდა მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დახმარებას სთხოვდა.

თავისი 48-წლიანი პატრიარქობის მანძილზე ილია მეორემ შექმნა მყარი ინსტიტუციური საფუძველი საქართველოს ეკლესიის ფუნქციონირებისთვის, რაც მოიცავდა არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ საგანმანათლებლო, კულტურულ და სოციალურ ასპექტებს. მისი მემკვიდრეობა მოიცავს თანამედროვე ქართულ ენაზე გამოცემულ ბიბლიას, მდიდარ ხატწერასა და საეკლესიო მუსიკას.

რაც შეეხება პატრიარქის კავშირს გურიასთან, ილია მეორე შემოქმედის ეპარქიას რამდენჯერმე ესტუმრა.

როგორც შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურმა, მამა ბასილმა გვითხრა, უწმინდესს პირველი შეხება შემოქმედის ეპარქიასთან ჰქონდა პატრიარქობამდე, 1963 წელს, როდესაც გამოარჩიეს ეპისკოპოსად. არქიმანდრიტი ილია უკვე უნდა გამხდარიყო ბათუმ-შემოქმედის ეპისკოპოსი. მაშინ ბათუმის და შემოქმედის ეპარქიები გაერთიანებული იყო.

პატრიარქობაში უკვე უწმინდესი გურიაში ჩამობრძანდა 1990 წელს. ბრძანდებოდა ოზურგეთში, შეხვდა მოსახლეობას, მონიშნეს ადგილი, სადაც უნდა აშენებულიყო საკათედრო ტაძარი _ ახლანდელი საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე.

უწმინდესი 2000 წელს კიდევ ესტუმრა შემოქმედის ეპარქიას და სოფელ ვაკიჯვარში, შემოქმედელ ეპისკოპოსთან, ახლა უკვე მიტროპოლიტ იოსებთან ერთად აკურთხა ჯვართამაღლების ტაძარი.

შემდეგ უწმინდესი გურიაში ბრძანდებოდა 2007 წელს, როდესაც ოზურგეთის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი იკურთხა.

2009 წელს ჩამობრძანდა ჩოხატაურში, წმ. იოკიმესა და ანას სახელობის ტაძარი მოინახულა და კურთხევას დაესწრო.

2010 წელს უწმინდესი დაესწრო წმ. ექვთიმე აღმსარებლის სახლმუზეუმის გახსნას; ამავდროულად მოილოცა შემოქმედის მონასტერი, აჭის წმ. გიორგის მონასტერი და რამდენიმე დღე დარჩა მეუფე იოსებთან რეზიდენციაში.

გურიაში უწმინდესი ბოლოჯერ ჩამობრძანებული იყო 2014 წელს, როდესაც იკურთხა ექადიის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი _ ეს იყო 1 ივნისი, ნინოობის დღესასწაული.

უწმნიდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ, ეკლესიის მართვის პროცესი გადავიდა მოსაყდრისა და წმინდა სინოდის ხელში, დადგენილი საეკლესიო კანონმდებლობის შესაბამისად.

ილია მეორე
გაზიარება38Tweet24Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13 სექტემბერი, 2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტთა საყურადღებოდ!

ელენე ხოშტარია: ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, შემშინებოდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო