ექიმებმა გვირჩიეს, თუ როგორ შეიძლება მხოლოდ ერთ დღეში გაციების სიმპტომების მოშორება. ამაში სამი ეფექტური რჩევა დაგეხმარებათ:
ყავასა და ჩაიზე უარი უნდა თქვათ კოფეინის გამო, რომელიც გვხვდება როგორც ყავაში, ასევე ჩაის შემადგენლობაში. კოფეინის გამო ხდება სითხის ორგანიზმიდან გამოდევნა გაცილებით სწრაფად, ვიდრე, წყალის ან ახლად გამოწურული ფორთოხლის წვენის დალევისას.
დაავადების პერიოდში შარდმდენის მოქმედების გამო, შეიძლება მოხდეს ორგანიზმის დეჰიდრატაცია, რის გამოც ავადმყოფი კიდევ უფრო მეტ სისუსტეს და ტკივილს იგრძნობს.
ექიმისგან რეკომენდებულია ყავისგან თავის შეკავება გაციების შემთხვევაში, როცა სხეულის ტემპერატურა 37.7 გრადუსია და თანდათანობით აგრძელებს მაღლა აწევას. ამ მდგომარეობაში, დატვირთვა ხდება მთელ სხეულზე, განსაკუთრებით გულსა და სისხლძარღვებზე.
მცირე ზომის ფინჯანმა ყავამაც კი, შეიძლება გამოიწვიოს ტაქიკარდია, ან ტკივილი გულმკერდის არეში.
გაუფრთხილდით ცხვირს- გაციების პირველი სიმპტომების შემჩნევისთანავე, შეეცადეთ სახლში დარჩეთ უფრო ეფექტური მკურნალობისთვის. თუ ნამდვილად სასიცოცხლოდ გჭირდებათ საქმეზე წასვლა, პირველ რიგში იზრუნეთ თქვენს ცხვირზე. ის უნდა იყოს თბილად, ისე, რომ ანტისხეულები ადვილად შეეწინააღმდეგონ ვირუსებს. ასევე, სახლიდან გასვლისას, თან გქონდეთ დამატენიანებელი სპრეი.
არ მიიღოთ ძალიან ბევრი წამალი- გაციების პირველ დღეს, ექიმები გვირჩევენ, არ გამოვიყენოთ არაფერი პარაცეტამოლის და იბუპროფენის გარდა. ესენიც, თუ საჭიროება მოითხოვს, მხოლოდ მაშინ მიიღეთ.
ამასთან, მნიშვნელოვანია იბუპროფენის მიღება ღამით – ამ პრეპარატის წყალობით, ძილი უფრო ძლიერი იქნება. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საჭიროა მინიმუმ რვა საათის განმავლობაში ძილი, რათა იმუნიტეტი განვითარდეს საჭირო რაოდენობით.
ავტორი
































































