არსებობს ეფექტური მეთოდი, რომ ბავშვს ჭირვეულობა შეაწყვეტინოთ.
არ აქვს მიზეზს მნიშვნელობა. შეიძლება მისი საყვარელი სათამაშო გატყდა, ან დედამ მეათე შოკოლადის ჭამა აუკრძალა. ღრმად ჩაისუნთქეთ და ეცადეთ, რომ მშვიდად შეხვდეთ მის ჭირვეულობას.
ვთქვათ, ბავშვი იწყებს ტირილს, ყვირილს იმიტომ, რომ მეგობარმა სათამაშო არ ათხოვა. ნუ დაელოდებით როდის დაკარგავს კონტროლს. ჰკითხეთ თქვენს შვილს დაუყოვნებლივ – „ეს დიდი, საშუალო, თუ მცირე სირთულის პრობლემაა?“ – და როცა ის გიპასუხებთ, ერთად მოიფიქრეთ გამოსავალი, რა სახისა და სირთულის პრობლემაც უნდა იყოს.
შეიძლება დაგთანხმდეთ, რომ სხვა სათამაშოთი გაერთოს, ან სთხოვოს მეგობარს, რომ ერთად ითამაშონ, ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს.
ბავშვთა ფსიქოლოგები განმარტავენ სამ მთავარ მიზეზს, რომელთა გამოც ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კითხვა ბავშვის დამშვიდებაში და პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
- ბავშვი ხედავს, რომ თქვენ მის გრძნობებზე, პრობლემებზე რეაგირებთ და გესმით მისი.
- ეს კითხვა მას შეაწყვეტინებს ფიქრს და უბიძგებს სიტუაციის შეფასებისკენ.
- მშობლები ასეთ დროს იწვევენ შვილებს, რომ თავად სცადონ პრობლემის მოგვარება.
ამიტომ, ამ კითხვის დასმით და მშვიდი საუბრით თქვენს პატარას რამდენიმე წუთში დაამშვიდებთ, გადაარჩენთ საკუთარ დროსა და ნერვებს და ასევე მოიპოვებთ მათ ნდობას.
ავტორი