ღრმად ჩაისუნთქეთ, მჭიდროდ დახუჭეთ თვალები, რაც შეიძლება დაჭიმეთ სახე და კისერი, სუნთქვა კი 2-3 წამით შეიკავეთ. ამის შემდეგ ამოისუნთქეთ ასევე ღრმად უკვე გახელილი თვალების ფონზე და მოეშვით მაქსიმალურად. მსგავსი გაიმეორეთ 5-ჯერ ზედიზედ.
დახუჭეთ თვალები და წარბების ზემოდან წრიულად დაიმასაჟეთ მთელს ირგვლივ.
დახუჭეთ თვალები, მოადუნეთ წარბებიც და დახუჭულ მდგომარეობაში გაიხედეთ მარცხნიდან-მარჯვნივ, შემდეგ მარჯვნიდან-მარცხნივ. მსგავსი გაიმეორეთ 10-ჯერ.
გაახილეთ თვალები, საჩვენებელი თითი დაიჭირეთ თვალის პირდაპირ 25-30 სმ-ით მოშორებით. ჯერ ორივე თვალით უყურეთ თითის წვერს 3-5 წამის განმავლობაში. დახუჭეთ ერთი თვალი და უყურეთ 3-5 წამით ცალი თვალით, გაახლიეთ და გახელილი თვალებით უყურეთ, შემდეგ კი მეორე თვალი დახუჭეთ და ასევე 3-5 წამის განმავლობაში შეხედეთ თითის წვერს. მსგავსი გაიმეორეთ 10-ჯერ.
დაიდგით ბოთლი (უმჯობესია ესხას შიგნით რაიმე), საჩვენებელი თითები დააჭირეთ თავზე სწრაფად 10-ჯერ, შემდეგ დახუჭეთ თვალები და 2-3 ჯერ ღრმად ამოისუნთქეთ. მსგავსი გაიმეორეთ 3-5 ჯერ.
ავტორი