ზაფხულის სიცხეში, კომფორტულად ძილისთვის, იდეალური ვარიანტი კონდიციონერი და ჰაერის დამატენიანებელი სპეციალური მოწყობილობაა. მაგრამ, თუ არც ერთი გვაქვს და არც მეორე?
ასეთ შემთხვევაში, როგორც მედიკოსები გვირჩევენ, ძილის წინ:
სახლში ფანჯრები უნდა გავაღოთ, ხოლო საძინებელში, პირიქით – დავკეტოთ.
ფანჯრებზე ფარდები ჩამოვაფაროთ და პულვერიზატორით წყალი მივასხუროთ.
კარგი იქნება, თუ საწოლთან ახლოს, ცივი წყლით სავსე თასსაც დავდგამთ. მართალია, ის ოთახს არ გააგრილებს, მაგრამ, ტენიანობას გაზრდის და სუნთქვა ბევრად უფრო ადვილი იქნება.
როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს, პლედის გარეშე უნდა გვეძინოს, ან ბუნებრივი ქსოვილის, სელის ან ბამბის პლედები გამოვიყენოთ – ცხელ ამინდში, არ შეიძლება სინთეტიკური ქსოვილის სამოსის ჩაცმა და პლედების გამოყენება, რადგან კანს სუნთქვა გაუჭირდება.

































































