დიეტის რაციონი:
დილის 7 საათზე უნდა დალიოთ ფინჯანი მწვანე ჩაი, რომელიც იმუშავებს როგორც ანტიოქსიდანტი და გამოდევნის ორგანიზმიდან არასაჭირო ნივთიერებებს.
9 საათზე უნდა ჭამოთ ერთი ცალი მოხარშული კვერცხი. კვერცხში შემავალი ბიოტონი და ლუტეინი იწყებენ აქტიურობას და ცხიმის უჯრედები პატარავდება.
11 საათზე მიირთვით ერთი სუფრის კოვზი ქიშმიში (დასრესილი, დაქუცმაცებული სახით), რომლის საშულებით ორგანიზმი მიიღებს გლუკოზას, ვიტამინებსა და მინერალებს, რაც ძალების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
დღის 1 საათზე მიიღეთ 100 გრ ქათმის, ხბოს (ან ნებისმიერი უცხიმო ხორცი) მოხარშული ხორცი. მათში საჭირო ცილებია.
შუა დღის 3 საათზე მიიღეთ ფინჯანი ტომატის წვენი, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას გააუმჯობესებს და დააჩქარებს მეტაბოლიზმს.
საღამოს 5 საათზე ერთი ცალი მოხარშული კვერცხი.
საღამოს 7 საათზე მიირთვით ერთი ცალი ვაშლი, რომელიც ორგანიზმს პექტინით ავსებს და ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის უჯრედების შევიწროვებას.
საღამოს 9 საათზე შეგიძლიათ დალიოთ ერთი ფინჯანი 1%–ნი რძე, კეფირი, იოგურტი (ნებისმიერი რძის ნაწარმი სურვილისამებრ).
დიეტის ზუსტი დაცვის შემთხვევაში დღეში სულ ცოტა 1 კგ-ს დაიკლებთ.


































































