არსებობს გარკვეული საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ, მაქსიმალურად მოკლე დროში მოიყვანოთ თავი ფორმაში და არ მიაყენოთ ზიანი ჯანმრთელობას.
თხევადი საკვები – იდეალური საშუალებაა, თქვენი ორგანიზმი სასარგებლო მიკროელემენტებით გაამდიდროთ და ამასთან, მოაწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის მომნელებელი სისტემა. საუკეთესო ვარიანტი ამ 5 დღის მანძილზე არის ბოსტნეულის მწვანე სმუზი ისპანახის, ნიახურისა და კიტრისგან. ის შეგიძლიათ მიირთვათ დღეში 5-ჯერ. მასთან ერთად მიიღეთ ცილები, უცხიმო ხაჭო, თევზი და სალათი.
დაიცავით კვების რეჟიმი. შუალედი საუზმესა და ვახშამს შორის 12 სთ უნდა იყოს.
მოიწესრიგეთ ძილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ღამის 12 საათზე უკვე უნდა გეძინოთ. ეს დაეხმარება თქვენს ორგანიზმს ნორმალური რეჟიმის დაცვაში.
შეიმუშავეთ ვარჯიშების პირადი გეგმა. ამ შემთხვევაში სასურველია პირადი ინსტრუქტორი ნახოთ, რომელიც დაგიწერთ, თუ როგორი ტიპის ვარჯიში გჭირდებათ. ძალიან კარგია ბევრი სიარული, სირბილი და კარდიო-ვარჯიშები, რომლებიც ცხიმის დაწვას ხელს უწყობს.
შუა ჭამაში მიიღეთ ფერმენტები. ისინი დაგეხმარებათ საჭმლის მონელებაში.
დიდ როლს თამაშობს ნერვული სისტემა. თუ ზედმეტად ნერვიული ხართ და ხშირად ბრაზდებით, ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოაგვაროთ, რადგან ის უარყოფითად აისახება წონაზეც.

































































