თუ პირველი, რასაც გაღვიძებისთანავე აკეთებთ, ეს არის თქვენი ტელეფონის შემოწმება: მესიჯების, სამსახურის წერილებისა და პირადი შეტყობინებების წაკითხვა, მაშინ საკუთარ თავს ზიანს აყენებთ.
დაიმახსოვრეთ, თუ გაღვიძებისთანავე დაიწყებთ რეაქტიულ აზროვნებას, ნაცვლად პროაქტიულისა, თქვენი დღე სიმშვიდის და თვითკონტროლის შეგრძნების ნაცვლად, თავდაცვითი სისტემის გააქტიურებით დაიწყება.
თუ დილას 1 ჭიქა წყლის დალევით დაიწყებთ, მაშინ ორგანიზმს გამოფხიზლებაში, საჭმლის მომნელებელი სისტემის გააქტიურებასა და დატენიანებაში დაეხმარებით.
სანამ საწოლიდან ადგებით, მიეცით დრო საკუთარ თავს გააანალიზოთ თქვენს ცხოვრებაში არსებული პოზიტიური მოვლენები და გაიღიმოთ. როდესაც თქვენ იღიმებით, ტვინს აძლევთ სიგნალს, რომ გაათავისუფლოს სასიამოვნო ნეიროტრანსმიტერები (დოპამინი, ენდორფინები და სეროტონინი), რომლებიც ამაღლებენ განწყობას და ამშვიდებენ სხეულს. ვის არ სურს, რომ დღე დღე ამ პოზიტიური ნოტაზე დაიწყოს?
ღიმილის პრაქტიკას პარალელურად, იფიქრეთ იმაზე, რისი მადლიერიც ხართ. კვლევებით დასტურდება, რომ მადლიერების პრაქტიკა ამცირებს სტრესის ჰორმონებს და აუმჯობესებს განწყობას.
სანამ ადგებით, გაიხსენეთ ის ერთი ადამიანი ან ერთ შესაძლებლობა, რომლისთვისაც მადლობელი ხართ თქვენს ცხოვრებაში. ამისთვის მხოლოდ 1 წუთი დაგჭირდებათ.
შეიძლება ფიქრობთ, რომ დროის კარგვაა, მაგრამ საწოლის დალაგება არის ის მარტივი ქმედებაა, რომელიც გეხმარებათ დღე წარმატებულ ნოტაზე, კმაყოფილების განცდით დაიწყოთ. ამ პასუხისმგებლობის აღება და ამ მარტივი ამოცანის შესრულება მოგცემთ საფუძველს, რომ დღის განმავლობაში, მეტი და მეტი საქმე დაასრულოთ წარმატებით.
იქნება ეს მარტივი იოგა, სეირნობა, სპორტდარბაზში სიარული თუ გაწელვები, დღის მოძრაობით დაწყება გააძლიერებს თქვენ სხეულს და გონებას.
მიიღეთ შხაპი, დაიბანეთ სახე, გაიხეხეთ კბილები, წაისვით კრემები, დაივარცხნეთ თმა, ჩაიცვით ყველაზე მოდური სამოსი და მიიპკურეთ თქვენი ფავორიტი სუნამო.