სადილის მომზადება: მინუს 100 კკალ
როგორც გაირკვა, სადილის მომზადებისას, ორგანიზმს, დაახლოებით, 100 კკალ-ის დაწვა შეუძლია, თუ გაზქურასთან დგომისას, ან ბოსტნეულის დაჭრის დროს, სხეულის წონას, მონაცვლეობით, ერთი ფეხიდან მეორეზე გადაიტანთ და ფეხის მონაცვლეობასთან სინქრონში, შეეცდებთ მუცლის კუნთების შეკუმშვას და მოდუნებას.
სამოსის რამდენჯერმე ჩაცმა – გახდა (შოპინგი): მინუს 100 კკალ
თუ მაღაზიებში სიარული და სამოსის მიზომება გიყვართ, უნდა იცოდეთ, რომ 40-წუთიანი აქტიური შოპინგი, ზედმეტი 100 კკალ დაწვაში გეხმარებათ. ამის გაკეთება მხოლოდ სავაჭრო ცენტრში კი არა, სახლშიც თავისუფლად შეგიძლიათ.
აბაზანის მიღება: მინუს 100 კკალ
ერთი საათის მანძილზე, ცხელი (დაახლოებით, 40°С) აბაზანის მიღების შემთხვევაში, კიდევ 100 კკალ დაწვის შანსი გეძლევათ. ასე, რომ, აავსეთ წყალი, ჩაყარეთ ნებისმიერი არომატიზირებული მარილი და დატკბით პასიური გახდომით.
სამი ფინჯანი მწვანე ჩაი: მინუს 100 კკალ
დღეში 3-ჯერ მწვანე ჩაი – კიდევ 100 კკალორიას მოგაცილებთ. ასეთი ეფექტი იმით მიიღწევა, რომ მწვანე ჩაიში შემავალი ფერმენტები ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს, ცხიმის დაშლას და ორგანიზმის მიერ სასარგებლო ნივთიერებების სწრაფად ათვისებას უწყობს ხელს.
წიგნის, ჟურნალ–გაზეთების კითხვა: მინუს 100 კკალ
ერთი საათის მანძილზე კითხვისას, ორგანიზმი 100 კკალ ენერგიას წვავს. გასახდომად, საკმარისი იქნება, საამისოდ დრო გამონახოთ და 1 სთ-ს მანძილზე, უწყვეტ რეჟიმში იკითხოთ.

































































