მადონა
საუკეთესო ხერხი დაიმშვიდოს ნერვები, მადონამ სიტუაცია უბრალოდ ხელიდან უნდა გაუშვას. პანიკას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მომღერალი თვლის, რომ სტრესი თავს იჩენს მაშინ, როცა ვცდილობთ ყველაფერი კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ. როგორც სჩანს, მხოლოდ ქეით უინსლეტს შეუძლია მშვიდად ყოფნა ამ დროს.
ანჯელინა ჯოლი
წარმატებულმა მსახიობმა, მშვიდობის ელჩმა და მრავალშვილიანმა დედამ იცის როგორ მოიხსნას დაძაბულობა რთული დღის ბოლოს. ჯოლის აღიარებით მისი მთავარი მედიტაცია ბავშვებთან ურთიერთობაა. მისთვის არაფერია იმაზე მოსადუნებელი, ვიდრე სახლში ქალიშვილების და ვაჟიშვილების გარემოცვაში ყოფნა.
კრისტინა რიჩი
მსახიობი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა სერიალით “ადამსების ოჯახი”, სტრესის მოსახსნელად რთავს საყვარელ მუსიკას მაქსიმალურ ხმაზე და ძაღლებთან ერთად ცეკვავს. მსგავსი აქტივობა დაღლილობისგან განთავისუფლებაში ეხმარება. კრისტინა გვარწმუნებს, რომ მთავარია ამ დროს არავინ გვხედავდეს, რადგანაც კომიკურად მოვეჩვენებით.