გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, როგორ გლოვობენ დიეგო მარადონას გარდაცვალებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა გუშინ გულის შეტევით გარდაიცვალა.
არგენტინელი გულშემატკივარი დაჩოქილი გლოვობს დიეგოს გარდაცვალებას.
“ნაპოლის” გულშემტკივრებმა ნეაპოლში მარადონას ხსოვნას პიროტექნიკული შოუ მოუწყვეს _ სწორედ მარადონას დამსახურებით გახდა 1990 წელს “ნაპოლი” იტალიის ჩემპიონი.
მექსიკელი გულშემატკივრები მეხიკოში, “აცტეკას” სტადიონზე შეიკრიბნენ _ ამ სტადიონზე 1986 წელს მარადონა და არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
“ლივერპულის” და “ატალანტას” ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მარადონას ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში მარადონას სკულპტურა ყვავილებით შეამკეს.
მექსიკაში მარადონას ხსოვნას სანთლები აუნთეს.
მაისური ნომრით “10: (მარადონა ამ ნომრით თამაშობდა” მადრიდის სტადიონზე “ვანდა მეტროპოლიტანო”.