უფროსებს, სიყვარულზე თითქმის ერთი და იგივე შეხედულება გვაქვს და როცა ისმის კითხვა _ ”რა არის სიყვარული?”- ყველანი ერთი და იგივე ზეამაღლებული სიტყვებითა და ფრაზებით ვცდილობთ ამ ამოუხსნელი მოვლენის განმარტებას.
ბავშვები კი, რომლებსაც გვგონია რომ საერთოდ არ ესმით სიყვარულისა, გაცილებით კრეატიულები და მრავალფეროვნები არიან და თავიანთი შეხედულებები აქვთ ამ გრძნობაზე.
გთავაზობთ გამოკითხვის შედეგებს რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-ში ჩატარდა.
– როცა ვიღაცას უყვარხარ, იგი შენს სახელს განსხვავებულად წარმოთქვამს, შენ უბრალოდ იცი რომ შენი სახელი მის პირში უსაფრთხოდაა.
ბილი, 4 წლის
– სიყვარული არის ის, რაც გაღიმებს მაშინ, როცა ძალიან დაღლილი ხარ.
ტერი, 4 წლის
– თუ გინდა რომ სიყვარული უკეთ შეისწავლო, შენ უნდა დაიწყო მეგობრიდან, რომელსაც ვერ იტან.
ნიკი, 6 წლის
– სიყვარული არის ის, როცა შენ ეტყვი ბიჭს, რომ მოგწონს მისი მაისური და შემდეგ ის ატარებს ამ მაისურს ყოველდღე.
ნოელი, 7 წლის
– სიყვარული ჰგავს იმას, როდესაც პატარა მოხუცი კაცი და პატარა მოხუცი ქალი ისევ მეგობრები არიან ამდენი ხნის შემდეგ, მაშინ როცა ისინი უკვე ასე კარგად იცნობენ ერთმანეთს.
ტომი, 6 წლის