https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ „გაამასხრა“ ჟორა შავგულიძემ ალექსანდრე ჟორჟოლიანი

9:38; 12.05.2024
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მსახიობებს საკუთარი პროფესიის გამო ხშირად არააორდინალურ მდგომარეობაში ხშირად უხდებათ მოხვედრა. ზოგჯერ ეს სიტუაციები საკმაოდ მწარეა, მაგრამ გადის დრო და ტკბილ მოგონებათა რანგში გადადის. აქტიორებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია „სახალისო ისტორიების” მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ ხელოვანები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ.

თანამედროვე ეპოქისაგან განსხვავებით, წინა საუკუნის დასაწყისში და შუაში მას-მედიის საშუალებები შედარებით ნაკლებად განვითარებული იყო, ამიტომ ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე მსახიობებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება.

დღევანდელი მოგონებების პირველი სტუმარი ცნობილი ქართველი მსახიობი ალექსანდრე ჟორჟოლიანი იქნება.

სანდრო ჟორჟოლიანის სუსტი წერტილი ლამაზი ქალები ყოფილა. ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავი შეიძლება გავიხსენოთ. გასტროლებზე ყოფნისას ერთი ქალის სილამაზემ სანდრო ლამის სულ გადარია და კარგა ხანს სთხოვდა შეხვედრას. ეს ამბავი ჟორა შავგულიძემ რომ გაიგო, გადაწყვიტა, ჟორჟოლიანს თავისებურად გახუმრებოდა. ჟორას იმ ქალბატონისთვის უთქვამს: სანდროს უთხარით, ვითომ მორცხვი ხართ და ღამით შეჰპირდით შეხვედრასო. გახარებული ჟორჟოლიანი დათქმულ ადგილას მივიდა. ცოტა ხანში აღმოაჩინა, რომ იმ ქალის ნაცვლად ქალის სამოსში გამოწყობილი შავგულიძე ახვევდა თავბრუს.

ერთხელ, გასტროლებზე, ერთ-ერთმა მსახიობმა ჟორჟოლიანს საწოლის ქვეშ ანთებული ლამპა შეუდგა. საწყალს ისე დასცხა, რომ მთელი ღამე წრიალებდა.

პირადი ბედნიერება მას 42 წლის ასაკში ეწვია – 23 წლით უმცროს მშვენიერ პოლონელ პიანისტზე, დედით ქართველ ქალბატონზე, ირინა ორეხოვსკაიაზე დაქორწინდა, რომელთანაც მას უმშვენიერესი დინარა შეეძინა (დინარა ჟორჟოლიანს მაყურებელი იცნობს ფილმიდან „ოთარაანთ ქვრივი“, სადაც ის თავადის ქალს – კესოს თამაშობს). დინარას დაბადების შემდეგ ირინამ პედაგოგობას მიჰყო ხელი. ცოლ-ქმარი მალე დაშორდნენ. თუმცა, ისინი კარგ მეგობრებად დარჩნენ. მსახიობი  ყოფილ მეუღლესთან სადილადაც კი მიდიოდა ხოლმე. თავისი სილამაზისა და კინოში თამაშის გამოცდილების მიუხედავად, დინარამ სულ სხვა პროფესია – უცხო ენები აირჩია. სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ კათედრის გამგეც იყო“.

ბატონი სანდრო ჟორჟოლიანის შემდეგ უმშვენიერესი ქალბატონი ელენე ყიფშიძე გავიხსენოთ. ალბათ გახსოვთ მხატვრული ფილმი „მაია წყნეთელი“. გაგიკვირდებათ და ამ კინოსურათში მთავარი როლი თურმე ელენე ყიფშიძეს უნდა შეესრულებინა.

რეზო ჩხეიძეს მაია წყნეთელის როლზე თავდაპირველად ქალბატონი ელენე დაუმტკიცებია, მაგრამ, უცაბედად, გადაწყვეტილება შეუცვლია და ამის გამო მათ დიდი ჩხუბი მოსვლიათ. ეტყობა, ლენამ რაღაცას მოკრა ყური, რეზოსთან მივიდა და უთხრა: თუ მე არ მათამაშებ, ნუ დამიმალავ, პირდაპირ მითხარიო. რეზომ დარწმუნებით უთხრა, ფილმში შენ გიღებო. ცოტა ხნის შემდეგ ლენა ისევ მივიდა რეზოსთან და ისიც იმავეს უმეორებდა. ბოლოს ლენამ უთხრა: აბა, შენი ბიძინა (შვილი) დაიფიცეო და რეზომაც დაიფიცა. ადგა ლენა და ხელი გაარტყა სახეში. ფეთქებადი ხასიათის იყო, თუმცა, მოთმინების დიდი უნარიც ჰქონდა. ბოლოს ამოუვიდა ყელში და ვეღარ შეიკავა თავი.

ნება მომეცით და ქალბატონ ელენე ყიფშიძეზე საუბარი გავაგრძელო და ერთი დიდი სიყვარულის ამბავი მოგიყვეთ. სიტყვას ელენე ყიფშიძის მეგობარ ნუნუ ებანოიძეს გადავცემ.

„ლენა თეატრალურ ინსტიტუტში ახალი ჩარიცხული იყო. ერთ დღეს მირეკავს და მეუბნება: შეყვარებული ვარ და მინდა გაგაცნო, ეს ბიჭი ეროსი მანჯგალაძეა და დღეს მოდიო. რომ მივედი და ლენას გვერდით ეროსი დავინახე, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა. ლენა ულამაზესი გოგო იყო, ეროსი კი აბსოლუტურად არ გამოირჩეოდა გარეგნობით.

მოლაპარაკებულები იყვნენ, ინსტიტუტს რომ დაამთავრებდნენ, უნდა დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ, მოხდა ასეთი რამ: ლენა და ეროსი ერთ სპექტაკლში მონაწილეობდნენ და არაჩვეულებრივი ტანდემი ჰქონდათ. მოულოდნელად ეროსი მოსკოვში წავიდა (მაშინ მან პირველად წაიყვანა ფეხბურთის რეპორტაჟი), ჩაიშალა სპექტაკლი, რომელზეც ლენა დიდ იმედებს ამყარებდა და ეს არ აპატია ეროსის.

გავიდა წლები, ლენა და ეროსი შერიგდნენ, დაქორწინდნენ, ხელი მოაწერეს და დიდი ქორწილი გადაიხადეს. ეროსი შინდისის ქუჩაზე ცხოვრობდა. მას ჰყავდა ლოგინად ჩავარდნილი დედა და და – ბელა. ლენას ძალიან უყვარდა ეროსის ოჯახი და ისინიც ასევე პასუხობდნენ რძალს. ამის მიუხედავად, რამდენიმე თვეში დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა, მასთან ბოლომდე მეგობრობდნენ, იმ დონეზე, რომ შაბათ-კვირას, ზურა თავის ცოლთან ერთად ეროსისთან მიდიოდა და ერთად სადილობდნენ. ბოლოს ისე იყო საქმე, თითქოს უნდა შერიგებულიყვნენ, მაგრამ, მოულოდნელად, ეროსი გარდაიცვალა. შემდეგ ლენა ბონდო მაჭავარიანს გაჰყვა ცოლად.

ლენა ჩემთან ძალიან ხშირად მოდიოდა – ჩვენ მარჯანიშვილის თეატრთან ახლოს ვცხოვრობდით. ლენას ორი და და ერთი ძმა ჰყავდა. ის თეატრიდან შინ გვიან ბრუნდებოდა, დები კი გაუთხოვრები იყვნენ და 10 საათზე უკვე ეძინათ. ერთ ბინაში ერთად ცხოვრება, ძნელი იყო. მათი ძილის რეჟიმი ერთმანეთისას არ ემთხვეოდა. საერთოდ, ლენას თხოვნა არ უყვარდა. შევარდნაძე ეუბნებოდა, სამი ოჯახი ხართ და სამ ბინას მოგცემთო, მაგრამ, ლენა უარზე იყო – არ მინდა, ჩემი ბინა დამიხურდავეთო. ეს კაცი ვერ ხვდებოდა, რა დახურდავებაზე იყო საუბარი და ისევ სთავაზობდა, სამ ბინას მოგცემთო. ლენა თავისას „აწვებოდა“. გაგიჟდა კაცი. არ იფიქრებდა, რომელი მაკლერი მე ვარო?! მაგრამ, მაინც დაახურდავებინა და საბურთალოზე მისცეს ერთ სადარბაზოში ერთ სართულზე სამი ბინა. შემდეგ ლენას დები საირმეზე გადავიდნენ. ზურა –  დიღომში. ზურას გაგიჟებით უყვარდა დეიდები და სულ ამბობდა, სამი დედა მყავსო“.

ჩვენი დღევანდელი მოგონებების ბოლო ფურცელი ქალბატონ სოფიკო ჭიაურელს დავუთმეთ. რამდენიმე კვირის წინ ამ შესანიშნავი ქართველი ქალბატონის მოგონებები შემთხვევით ხელში ჩამივარდა და ნება მომეცით ეს ჩანაწერები ყოველგვარი კომენტარის გარეშე მკითხველების სამსჯავროზე გამოვიტანო.

„მისაღებ გამოცდაზე „ბაბაჯანას ქოშებს“ ვკითხულობდი. მახსოვს, სიცილისგან გულწასული მთელი კომისია კინაღამ სკამიდან გადმოვარდა. ქართულად რომ წავიკითხე, რუსულად მთხოვეს თარგმნა. ასე მოვხვდი კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში. ძალიან ხელმოკლედ ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ სტიპენდია გვქონდა, მაინც გვიჭირდა. მამა სვერდლოვსკიდან ფულს რომ მიგზავნიდა, ყველა ჩემი კურსელი ზეიმობდა. ერთი კვირის საჭმელზე გვყოფნიდა. დღემდე მახსოვს ჩვენი ბუფეტი, უფასო ჩაი და მდოგვგადასხმული და მარილმოყრილი შავი პური.

ჩემი პირველი ნათლობა სცენაზე მოხდა. მაშინ რვა წლისა ვიყავი და თითქოს დღეს მომხდარიყოს ის ამბავი. მახსოვს თელავი, იქაური თეატრის კულისები. მე ვდგავარ და თვალებდაჭყეტილი შევყურებ სცენას. მიდის წარმოდგენა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და უცებ ვიღაცის უხილავმა ძალამ ხელში ამიტაცა და თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, რომ სცენაზე აღმოვჩნდი. იცეკვე, გენაცვალე, – ჩამესმა მამაკაცის ხმა. მოვიხედე და დავინახე გიორგი შავგულიძე. მან პირველად დამადგმევინა ფეხი სცენაზე, ქართული თეატრის სცენაზე.

ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა პირველი შვილი შემეძინა. მაშინ ვიფიქრე, ღმერთისტოლა ვარ-მეთქი. ჩემზე იყო დამოკიდებული პატარა არსების სიცოცხლე. ბევრი ბედნიერი წუთი არსებობს ცხოვრებაში, მაგრამ ამას არც ერთი არ შეედრება. მარკესის ნათქვამია: ბედნიერება ერთი წუთით გრძელდება, ამას იგებ, როცა ის ქრებაო. ჩემი აზრით, ნამდვილი ბედნიერება სიყვარულთან ერთად კვდება. სიყვარული მარტო ქალისა და მამაკაცის გრძნობა არ გახლავთ, ეს შვილის, სამშობლოს სიყვარულია. თვითონ სიყვარული რა არის? ეს არის სურვილი; იცხოვრო და ეს სურვილი მხოლოდ შენთან ერთად შეიძლება გაქრეს.

საჭესთან დიდი ხანია, ვზივარ. კოტე ძალიან ფრთხილია, მისგან განსხვავებით, მე ვარ გიჟი, მიყვარს გიჟური სიარული. ფოთში ამას წინათ სამ საათში ჩავედი, ისე ჩქარა მივდიოდი, რომ 160 კილომეტრი საათში განვავითარე. მანქანაში კიდევ ისხდნენ ჩვენი მეგობრები, ისეთი გასუსულები იყვნენ, რომ მეგონა, ეძინათ, თურმე, შიშისგან ხმას ვერ იღებდნენ. კოტემ იცის, რომ თუ მეტყვის წყნარად იარე, უარესს ვიზამ, ამიტომ სულ მეუბნება, – მიდი, სოფო, მიაჭირეო. შეიძლება ითქვას, რომ პროფესიონალი მძღოლი ვარ.

ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ დედაჩემის სახელობის ქუჩაზე, სახლში, სადაც დავიბადე და პირველად შევისუნთქე ჰაერი. ძალიან რომ გვიჭირდა, პურის ფულიც არ გვქონდა, მოსკოვშიც გვიწვევდნენ, კიევშიც, დიდ ფულს გვთავაზობდნენ. ვერ წარმომედგინა აქედან წასვლა და ვიცი, სწორად ვფიქრობ“.

გაზიარება12Tweet8Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026

„ტყუილი“

მოთხრობების კრებული

ყველა სიახლე

საზოგადოება

20 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან

21:17; 28.01.2026
პოლიტიკა

საკანონმდებლო ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით

21:02; 28.01.2026
სამართალი

პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

20:29; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 დაშავდა

20:24; 28.01.2026
სამართალი

მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ

20:18; 28.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი 2010 წლიდან  18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

17:38; 28.01.2026
სამართალი

“არასრულწლოვნებს აძლევდა მითითებებს, თუ როდის და რომელი ობიექტი უნდა გაექურდათ”- დაკავებულია 6 პირი

17:27; 28.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:17; 28.01.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზარხ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა

17:10; 28.01.2026
ფინანსები

დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

15:43; 28.01.2026
საზოგადოება

რატომ არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ოზურგეთის #4 საჯარო სკოლასა და სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში

15:35; 28.01.2026
პოლიტიკა

შეაფერხებს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობას

15:24; 28.01.2026
პოლიტიკა

“უკიდურესად მძიმე ფაქტი”- რას ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით შარაშიძეზე

14:41; 28.01.2026
პოლიტიკა

„რაზე იჩხუბეს მე რავიცი, რეებს მეკითხებით?!“-  ვასილ ჩიგოგიძე

14:13; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დააკავეს

14:09; 28.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო