რამდენიმე წლის წინ, „ოცნების ფაბრიკის“ სიმბოლოდ ქცეულ წარწერას „Hollywood“ დიდი საფრთხე დაემუქრა და ცოტა დააკლდა რომ არ დაეშალათ.
საქმის არსი შემდეგში მდგომარეობდა. თვითონ წარწერა ლოს-ანჯელესის ღირსშესანიშნაობას და საკუთრებას წარმოადგენს, მაგრამ ტერიტორია, მიწა, რომელზეც დგას აბრა „Hollywood“ ჩიკაგოელ ინვესტორებს ეკუთვნოდათ. რამდენიმე წლის წინ მათ ამ მიწის გაყიდვა განიზრახეს. უძრავ ქონებას ჰოლივუდის გორაკებზე საარაკო ფასები ადევს. ჰოლივუდის სიმბოლო დიდი საფრთხის წინ აღმოჩნდა.
ლეგენდარული საფირმო აბრის ქომაგობა ითავეს მათ, რომელთაც შეუძლიათ თავს უფლება მისცენ იბრძოლონ ისტორიის დასაცავად. საზოგადოებრივი ტერიტორიების ფონდმა ჩიკაგოელ ინვესტორებთან მოლაპარაკება აწარმოა და შეიტყო, რომ აღნიშნული მიწის გამოსყიდვა 13 მილიონი დოლარი დაუჯდებოდა. ფონდს მიზნის მისაღწევად სამი მილიონი დოლარი აკლდებოდა.
ჰოლივუდის აბრას მშველელებად მსახიობი ტომ ჰენქსი და რეჟისორი სტივენ სპილბერგი მოევლინა. მათ საჭირო თანხა უპირობოდ გაიღეს.
ლეგენდარული საფირმო ნიშანი ბოლო წლების განმავლობაში უკვე ჰოლივუდის კუთვნილ მიწაზეა და მისი „განადგურების“ შესახებ სიტყვას ვეღარავინ ძრავს.
ავტორი