16 ივლისს, #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა ჩატარდა. დღის წესრიგის მიხედვით თვითმმართველი თემის – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნების სახითხი განიხილეს და დაამტკიცეს.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა თვითმმართველობის არჩევნებზე რომელი სოფლების შეერთება არის დაგეგმილი და რომელ სოფლებს ეყოლებათ ერთი ან მეტი დეპუტატი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეყოლება 15 მაჟორიტარი. აქედან 12 სოფლებიდან და 3 ქალაქ ოზურგეთიდან. პროპორციული სიით კი 30 დეპუტატი დაემატა.
“გურია ნიუსი“ გთავაზობთ თუ როგორ გადანაწილდა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალი სოფლები თვითმმართველობის არჩევნებზე.
“ვაკიჯვარი, მთისპირი, ცხემლისხიდი – ვაკიჯვარი, ფამფალეთი მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა, ცხემლისხიდი, ბაღდადი, უჩხუბი; ლიხაური, მაკვანეთი;
ჭანიეთი _ ლიხაური, კვაჭალათი, ნიაბაური, აჭი.მაკვანეთი, გოგიეთი, ჭანიეთი, ვაშტიალი, ქაქუთი;
ლაითური, ნარუჯა – ლაითური ნარუჯა;
დაბა ნასაკირალი – დაბა ნასაკირალი;
სოფელი ნატანები – ქვემო ნატანები, ზემო ნატანები, შეკვეთილი;
თხინვალი, კონჭკათი, მერია – თხინვალი, კონჭკათი, განთიადი, მერია, ნაღობილევი, ხვარბეთი, ჭახვათა;
ურეკი, შრომა _ დაბა ურეკი, წვერმაღალა, შრომა, ხრიალეთი, მოცნარი, ვაკე, ზედუბანი, ორმეთი;
გურიანთა, სოფელი ოზურგეთი, მელექედური – გურიანთა, ციხისფერდი, სოფელი ოზურგეთი, მელექედური;
ასკანა, ნაგომარი, ძიმითი – ასკანა, მზიანი, ეწერი, ნაგომარი, ჟანაური, მაღალეწერი, შუაისნარი, ძიმითი, ზემო ძიმითი, ქვემო ძიმითი;
ბაილეთი, სილაური, ჯუმათი – ბაილეთი, ჭანიეთური, ახალსოფელი, სილაური, ჯუმათი, იანეთი, ბოგილი, ძირი ჯუმათი;
ბახვი, დვაბზუ – ბახვი, ქვედა ბახვი, მშვიდობაური, დვაბზუ, გაღმა დვაბზუ; ბოხვაური, შემოქმედი, დაბა გომისმთა, ბოხვაური, ჭალა, შემოქმედი, გომი, წითელმთა, გონების კარი, კვირიკეთი, დაბა გომისმთა“, _ წერია #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიიდან გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციაში.
ავტორი: გიორგი გირკელიძე