ჩვენ გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ ბირთვული ომის დროს, რათა გადარჩენის შანსები გაზარდოთ.
იპოვეთ უახლოესი აგურის ან ბეტონის შენობა და შედით შიგნით
თუ რამდენიმე წუთში შეძლებთ უკეთეს თავშესაფარს მიაღწიოთ, სასწრაფოდ წადით იქ. რაც შეიძლება შორს წადით, მიწისქვეშა თავშესაფარში, ან დიდი შენობის ცენტრში. დარჩით იქ, სადაც ხართ მინიმუმ 24 საათის განმავლობაში. ამან შეიძლება გადაარჩინოს თქვენი სიცოცხლე. თუ დიდი აფეთქება მოხდა, თავშესაფარში დარჩენა ერთი თვეც შეიძლება მოგიწიოთ. რადიაციის დონე გარეთ ძალიან მაღალია აფეთქებისთანავე, მაგრამ სწრაფად ეცემა (ერთ დღეში მცირდება 80%-ით).
თუ დროულად ვერ შეხვალთ შიგნით
არ უყუროთ აფეთქების ალს პირდაპირ, რადგან შეიძლება დაგაბრმავოთ. ეცადეთ კედელს მოეფაროთ, რათა შედარებით მეტად იყოთ დაცული. დაწექით მიწაზე და დაიფარეთ თავზე რაიმე. თუ აფეთქება გარკვეულ მანძილზეა, აფეთქების ტალღას შეიძლება დასჭირდეს 30 წამი ან მეტი. სადმე აუცილებლად შეეფარეთ, რადგან ქარს შეუძლია რადიოაქტიური ნაკადის გადატანა ასობით მილის მანძილზე.
გასუფთავდით რაც შეიძლება მალე
თუ აფეთქების დროს ან მის შემდეგ გარეთ იყავით, გაიხადეთ ტანსაცმელი. ამან შეიძლება მოგაშოროთ რადიოაქტიური მასალის 90%-ი. თუ შესაძლებელია, მოათავსეთ თქვენი დაბინძურებული ტანსაცმელი პლასტმასის ჩანთაში და დალუქეთ ჩანთა. მოათავსეთ ჩანთა ადამიანებისა და ცხოველებისგან რაც შეიძლება შორს, რათა მის მიერ გამოსხივებულმა რადიაციამ გავლენა არ მოახდინოს სხვებზე. როცა მოახერხებთ მიიღეთ შხაპი, წყლითა და საპნით მოიშორეთ რადიოაქტიური ნივთიერებები. არ გაიხეხოთ ან არ დაიკაწროთ კანი. დაიბანეთ თმა შამპუნით ან საპნით და წყლით. არ გამოიყენოთ კონდიციონერი, რადგან ის თქვენს თმას აკავშირებს რადიოაქტიურ ნივთიერებებთან. ნაზად გაისუფთავეთ ცხვირი, ქუთუთოები, წამწამები და ყურები სუფთა სველი ქსოვილით. თუ შხაპის მიღება არ შეგიძლიათ, გამოიყენეთ ხელსახოცი ან სუფთა სველი ქსოვილი, რათა გაიწმინდოთ კანი, რომელიც არ იყო დაფარული ტანსაცმლით.
თუ აფეთქებამდე დრო გქონდათ ევაკუაციისთვის, გააგრძელეთ ტელევიზორისა და რადიოს მოსმენა იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ, სად წახვიდეთ და რა ადგილებს მოერიდოთ. მოერიდეთ იმ უბნებს, რომლებიც საშიშ ზონებადაა გამოცხადებული. თუ თავშესაფარში ხართ, დაელოდეთ სანამ ხელისუფლებისგან არ იქნება ბრძანება, რომ ადგილის დატოვება უსაფრთხოა.
მზადება თავდასხმის წინ
შეგიძლიათ წინასწარ მოიმარაგოთ პირველადი დახმარების ნაკრები, საკვები და წყალი, ბატარეაზე მომუშავე ტექნიკა, სინათლის წყარო. შეგიძლიათ შეინახოთ ზოგი რამ მანქანაში, იმ შემთხვევაში, თუ დაგჭირდათ ევაკუაცია. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეადგინოთ „საოჯახო საგანგებო გეგმა“, რათა იცოდეთ როგორ დაუკავშირდებით ერთმანეთს და როგორ გადარჩეთ.