ასაკოვნები იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან არანორმალურად მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით. მათთვის იდეალურია შეიქმნას კომფორტული მიკროკლიმატი ბინაში კონდიციონერის დახმარებით. თუ კონდინციონერის საშუალება არ არის, შეეცადეთ ფანჯრები დაფაროთ სველი თეთრეულით. ხანდაზმულებმა ხშირად უნდა მიიღონ სუფთა სასმელი წყალი. რკომენდირებულია ასევე მწვანე ჩაის მიღება, ასევე მინერალური წყალი გაზების გარეშე.
დაიმახსოვრეთ, უპირატესობა მიანიჭეთ არა გაყინულ წყალს არამედ უბრალოდ ცივ წყალს. უარი უნდა თქვათ ფიზიკურ აქტივობაზე, აუცილებელია არტერიული წნევის რეგულარული მონიტორინგი და ასევე რა თქმა უნდა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება.
თქვენ უნდა გამოხვიდეთ ღია ფერის ტანსაცმელში, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი ქსოვილებისგან და ატაროთ ღია ფერის თავსაბურავი, ასევე სასურველია ქოლგისა და სათვალის ტარება. საღამოს 7 – საათის შემდეგ გასეირნება სასარგებლო იქნება ორგანიზმისათვის.



































































