ესპანეთში, ვალენსიაში წყალდიდობის შედეგად დაკარგული ადამიანების ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს.
როგორც თავდაცვის მინისტრი ამბობს, სამძებრო სამუშაოებში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების ჩართვაც იგეგმება. ამასთანავე, მიმდინარეობს დაკარგული ადამიანების ოჯახების წევრების გამოკითხვა, თუ როგორ და რა ვითარებაში მოხდა ადამიანების დაკარგვა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.