არ დაგეგმოთ შვილების მომავალი
შეეცადეთ გაიგოთ, თუ რა არის თქვენი ბავშვისთვის უფრო საინტერესო და არა თქვენთვის. იცოდეთ რა სურთ მათ და არ მოახვიოთ თქვენი აზრები თავს. არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ბავშვის ნამდვილი ინტერესი.
ნუ დააძალებთ ბავშვს მეცადინეობას
ეს რჩევა სწორად უნდა იყოს გაგებული. არა როგორც ზოგადად სწავლა და მეცადინეობა, არამედ დაძალება. ამ შემთხვევაში ბავშვი ღიზიანდება და ძალით აკეთებს ან საერთოდ არ აკეთებს არაფერს. ხოლო როდესაც წყნარად აუხსნით მეცადინეობის არსს, ის თვითონ შეეცდება თავისი სურვილით იმეცადინოს.
დაძალება იმ საგნების ან უნარის, რომელიც მას არ გააჩნია, არც თუ ისე კარგად მთავრდება.მიეცით ბავშვს არჩევანის უფლება.
აუცილებელი არაა აკრძალვა, უბრალოდ გადაიბირეთ ბავშვი
თანამედროვე ბავშვებს აქვთ ინფორმაციის მიღების დამატებითი წყარო, რაც სინამდვილეში არ ატარებს რაიმე სახის ღირებულებას. ვგულისხმობთ ფილმებს, თამაშებს და ა.შ. რომლებიც უნდა ნახონ აუცილებლად, მაგრამ მათგან არაფერს სწავლობენ და ვერ ანვითარებენ ცნობიერებას.
როდესაც მსგავს წყაროებს შეუზღუდავთ ბავშვს, დაინახავთ მის უარყოფით თვისებებს და მანერებს. ეს არ იმუშავებს. გარდა ამისა, აკრძალული ხილი ტკბილია, მაგრამ ბავშვის მოზიდვა ნამდვილად მნიშვნელოვანია ნებისმიერი მშობლის მდგომარეობაში. შეეცადეთ გადაიბიროთ ის და უკეთეს რამეზე გადაატანინოთ ყურადღება.
ბავშვი არ შეიძლება იყოს ნასწავლი, მაგრამ მას შეუძლია სწავლა
ბავშვის მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშებში ძალიან სასარგებლოა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ასეთი თამაშები გუნდურია და ბავშვი სწავლობს აზროვნებასა და თანატოლის გონებრივად დახმარებას. ისინი სწავლობენ ურთიერთქმედების, კომუნიკაციის, უნარ-ჩვევების განვითარებას, სხვების მოსმენისა და მათი თვალსაზრისის დაცვას. ყველა ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარებისათვის.
ბავშვებს აქვთ თვითშეფასების მკვეთრი ზრდა, ისინი იწყებენ იმის გაგებას, თუ რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. გარდა ამისა, იზრდება მათი ცოდნის განვითარების სურვილი.
რა თქმა უნდა, ბავშვის განვითარების დონე ნაწილობრივ გენეტიკაზეა დამოკიდებული, მაგრამ ყველაფერი თქვენს ხელშია.მაგალითად, ისეთი კომპონენტები, როგორიც არის თქვენი პირადი გამოცდილება, თქვენი პირადი მაგალითი, საკუთარი განვითარება.
































































