თუ მნიშვნელოვან მოვლენას გეგმავთ და ქორწილის, მსხვილი შესყიდვისა თუ საქმიანი გარიგების თარიღის არჩევა გსურთ, მაშინ ნუმეროლოგების მიერ შემუშავებული ეს ფორმულა შესაძლოა გამოგადგეთ და ზუსტად განსაზღვროთ, რომელ რიცხვში დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმე ისე, რომ იღბალი ნახოთ:
პირველ რიგში, უნდა შეკრიბოთ თქვენი დაბადების თარიღის ციფრები. მაგალითად, დაბადების თარიღია 03/01/1985 წ.
შეკრება: 0+1+0+3+1+9+8+5=27
შემდეგი: 2+7=9
თქვენი იღბლიანი რიცხვია 9.
ახლა კი თქვენთვის მნიშვნელოვანი დღის რიცხვები შეკრიბეთ. მაგალითად, დაგეგმილი გაქვთ, რომ ქორწილი 09/11/2022-ში გადაიხადოთ.
შეკრება: 0+9+1+1+2+0+2+2=17
შემდეგი: 1+7=8
ახლა კი მიღებული ჯამი შეკრიბეთ: 9+8=17
შემდეგი: 1+7=8
საბოლოო რიცხვია 8.
ახლა კი შესაბამისი რიცხვის განმარტება წაიკითხეთ:
1 – ამ დღეს შეგიძლიათ მოაგვაროთ პრობლემები, განახორციელოთ გეგმები, დადოთ კონტრაქტები. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მიგიყვანთ თქვენს მიზნამდე, წარმატებას მოგიტანთ!
2 – ახლა ის პერიოდია, როცა გადაწყვეტილებების გააზრებას უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ. ამ დღეს შესაძლოა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს, როგორც კარგისკენ, ასევე ცუდისკენ. მნიშვნელოვანია, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ.
3 – ამ დღეს შეგიძლიათ უსაფრთხოდ აიღოთ რაიმე ახალი პროექტი, დაიწყოთ თანამშრომლობა და დაასრულოთ ძველი საქმეები. მაგრამ, ყველა შემთხვევაში კონფლიქტს მაქსიმალურად მოერიდეთ, რადგანაც შესაძლოა ამან ისეთი შედეგი მოგიტანოთ, რასაც მომავალში აუცილებლად ინანებთ.