ცუდი კბილის მკურნალობას მხოლოდ სტომატოლოგთან შეძლებთ. თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა სასწრაფო დახმარების მიღების შესაძლებლობა არ გაქვთ, ეცადეთ მწვავე ტკივილი ხელმისაწვდომი საშუალებებით დროებით გააყუჩოთ.
მტკივნეული კბილის ადგილას სოჭის ან ღვიის ზეთში დასველებული მცირე ბამბის ან მარლის ტამპონი 10 წუთით დაიდეთ.
მტკივნეული კბილის „სიღრმეში“ შეგიძლიათ ვალერიანის წვეთებში ან ქაფურის სპირტში დასველებული ბამბის ბურთი ჩადოთ.
მტკივნეული კბილის მხარეს პირში პროპოლისის ხსნარი ან 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 5 წვეთი იოდისა და 1 ჩ/კ მარილის ნარევი გამოივლეთ.
თუ ზემოთ მოცემული საშუალებებიდან არც ერთი არ გაქვთ, შეგიძლიათ წერტილოვანი მასაჟი სცადოთ: ზედა ტუჩზე მგრძნობიარე წერტილი იპოვეთ და 5 წუთით დააჭირეთ.
ავტორი





































































