ოთახში არსებული ჰაერის წონა, შეიძლება სრულიად უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ. მაგრამ მარტივი გამოთვლები გვიჩვენებს, რომ ეს ასე არ არის.
დავუშვათ ოთახის სიგრძე 5 მეტრია, სიგანე 4 მეტრი, ხოლო სიმაღლე 3 მეტრი.
მაშინ, ამ ოთახის მოცულობა იქნება 5X4X3=60 კუბ. მეტრი.
ცნობილია, რომ 1 კუბ. მეტრი ჰაერი იწონის 1 კგ-სა და 250 გრამს, ანუ 1.25 კგ-ს.
მაშასადამე, ოთახში არსებული ჰაერის წონა ყოფილა 60X1.25=75 კილოგრამი.