ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ როცა პრობლემები აქვს ცხოვრებაში, უსამართლოდ ისჯება. ხშირად ამბობენ, რომ ცუდი კარმა აქვთ და ამას არაფერი ეშეველება. ცუდი კარმა (თუკი გაქვთ კიდეც ასეთი) კარგი იმითაა, რომ პრობლემების ხარჯზე გასწავლით საკუთარი თავის მართვას და პიროვნების ფორმირებას. ხშირად ადამიანები ვერ ახერხებენ მიიღონ გაკვეთილი მარტოოდენ სიტუაციის გააზრებით. ამიტომაც მოდის ჩვენს ცხოვრებაში სირთულეები, რათა იძულებული გავხდეთ დავფიქრდეთ, მაინც სად გვეშლება?
გულწრფელად უსურვეთ ყველას ბედნიერება
საამისოდ მარტივი ჩვევის გამომუშავება დაგეხმარებათ. თუკი დღის მანძილზე სამჯერ მაინც იტყვით გულში, რომ გარშემო მყოფებს მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეს უსრვებთ, ეს თქვენი სულისა და სხეულის ფიზიკურ სიჯანსაღეზე აისახება. ამასთან ერთად, უბრალოდ მიეჩვევით პოზიტიურად აზროვნებას.
“იმეგობრეთ” თქვენს ბედთან
ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ სანსკრიტზე “კარმა” ქმედებას ნიშნავს. შესაბამასად, ნურასოდეს გაექცევით თქვენს ბედისწერას. აჯობებს თვალი გაუსწოროთ მოვლენებს, მიიღოთ სირთულეები, იმუშაოთ საკუთარ თავზე და ასე გაცილებით უფრო მარტივად შეძლებთ საკუთარი სულის ევოლუციურ განვითარებას. იმიტომ რომ, კარმა ნიშნავს ქმედებას. ხოლო ვინც მოქმედებს, – ის ვითარდება.
აკეთეთ სიკეთე
ხშირად გაეცით მატერიალური თუ სულიერი ფასეულობა. თუმცა, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში და გულწრფელად. დაეხმარეთ ადამიანებს იმით, რისი შესაძლებლობაც გექნებათ.
გამოიჩინეთ გულისხმიერება ადამიანების მიმართ
პირველ რიგში თქვენი ყურადღება ოჯახის წევრებს და ახლობლებს სჭირდებათ. უსმინეთ ადამიანებს. თუმცა, ნუ იჩქარებთ მათთვის რჩევის მიცემას.
მოერიდეთ ბილწსიტყვაობას
უცენზურო ლექსიკა ერთ-ერთი მეთოდია კარმის დასაბინძურებლად. ამიტომ შეეცადეთ ნაკლებად გამოიყენოთ თუნდაც მსუბუქი სალანძღავი სიტყვებიც კი. ასეთი სიტყვები ქმნიან თქვენ გარშემო დაბალი ვიბრაციის ენერგოტალღებს. რაც თავის მხრივ თქვენკენ სტრესულ სიტუაციებსა და ხიფათს იზიდავს.
განავითარეთ თქვენში სულიერება
ამის გაკეთება ნებისმიერი ფორმითაა შესაძლებელი. დაწყებული ლოცვით, დამთავრებული მედიტაციითა და მოგზაურობით. შეიმეცნეთ ბევრი, ეს ხელს შეგიწყობთ იმუშაოთ საკუთარ თავზე და გაიადვილოთ თქვენი კარმული ვალის დამუშავება.
ავტორი