ხვრინვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ჭარბი წონაა. ჭარბი წონის ყოველი 10% ორჯერ ზრდის ხვრინვის ინტენსივობას და სიძლიერეს. ამიტომ გირჩევთ, რეგულარულად დაიცვათ სწორი დიეტა. ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად შესანიშნავი გზაა დიეტაში ახალი ხილისა და ბოსტნეულის წვენების ჩართვა. თქვენი ხვრინვის ინტენსივობა კილოგრამების დაკლებასთნ ერთად შემცირდება.
ხილისა და ბოსტნეულის წვენები შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მინერალებს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას. ძლიერი იმუნური სისტემა ხელს უწყობს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებთან ბრძოლას, სწორედ ეს ინფექციები იწვევს ჭარბი ლორწოს გამომუშავებას.
გთავაზობთ ადვილად მოსამზადებელო სასმლის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ხვრინვის განკურნებაში:
ინგრედიენტები:
2 სტაფილო
2 ვაშლი
1 ნაჭერი ჯანჯაფილის ფესვი
1/4 ლიმონი
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში. დალიეთ ეს კოქტეილი დღეში მინიმუმ 3-ჯერ და შედეგი არ დააყოვნებს.
სასმლის მიღების შედეგად სასუნთქ გზებში ლორწოს რაოდენობა მცირდება და ზედმეტი წონა იკლებს, ხვრინვა შემცირდება და მალე საერთოდ გაქრება.






























































