ჩოხატაურელი ექიმი, ენდოკრინოლოგი თამთა დოლიძე გარდაიცვალა. ყველა ჩოხატაურელისთვის სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ექიმის ახლობლები ავრცელებენ.
“საზარელი მბავი გავიგეთ. ჩვენი საუკეთესო თამთა ექიმი აღარ გვყავს”;
“რა შავი დღე გათენდა, როგორ გაგვიფრინდა ჩვენი მშვიდი, გაწონასწორებული თამთა”;
თამთუ, არ მჯერა. როგორ შეიძლება, შენ არ სუნთქავდე. დაუჯერებელია შენი გარდაცვალება”;
“როგორ გვენანები, ჩვენო საუკეთესოვ”;
“სულით და ხორცით ლამაზი გოგო”
“ჩოხატაურს კიდევ ერთი გამორჩეული ექიმი მოუკვდა”, _ წერენ სოციალურ ქაელში ჩოხატაურელები.
“გურია ნიუსი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული ადამიანის, საუკეთესო, გულისხმიერი ექიმის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს დოლიძეებისა და ჯაყელების ოჯახებს.