https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ იგინებიან სლოვენიაში

9:03; 18.03.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს მორიგ „სპორტულ-სახალისო“ მოგონებებს წარმოგიდგენთ. ჩვენი ამჟამინდელი რესპონდენტი სპორტული ჟურნალისტია, მისი ძირითადი „სპეციალობა“ მკითხველებისთვის საინტერესო საკალათბურთო მასალების მიწოდებაა.

ჩემს კოლეგა ვაჟა სიმონიშვილს რამდენიმე დღის წინ დავუკავშირდი და რამდენიმე „ისტორიის“ გახსენება ვთხოვე. დაღლილობის მიუხედავად (ზაზა ფაჩულიას „გადამკიდეს“ ვაჟას ღამეების გათენება უწევს, რადგან „გოლდენ სტეიტის“ თამაშები თბილისის დროით შუაღამისას ტარდება) არ დაიზარა, შემხვდა და რამდენიმე საინტერესო „ამბავიც“ მიამბო.

დრაფტი და მიმინო

2003 წელს ზაზა ფაჩულიას NBA-ს დრაფტის პირველ წრეში არჩევას ველოდით, მაგრამ მეორე წრეში, 41-ე ნომრად “ორლანდო მეჯიქმა” აიყვანა.

იმ საღამოს ზაზას ნიუ იორკში დავურეკე, განაწყენებული იყო: ამერიკელებმა შეცდომა დაუშვეს, რასაც თამაშით აუცილებლად დავუმტკიცებო. ფაჩულიამ სიტყვა შეასრულა – 2003 წლის დრაფტზე არჩეულ არაერთ რეკლამირებულ კალათბურთელს აჯობა.

დრაფტის ღამეს ზაზასთან დაკავშირება იოლი სულაც არ აღმოჩნდა, “მიმინოს” გმირ ვალიკოს სიტუაციაში აღმოვჩნდი: ავკრიფე სასტუმროს ტელეფონის ნომერი, ყურმილის გაღმა მყოფს ავუხსენი, რომ საქართველოდან ვიყავი და კალათბურთელ ფაჩულიასთან მინდოდა დალაპარაკება. ცოტა მოითმინეო, მითხრა. მალე ყურმილში ქალის ქართული ხმა მომესმა, რამაც ცოტა გამაკვირვა:

– ზაზა ფაჩულიასთან მინდა დალაპარაკება. თქვენ ვინ ბრძანდებით?

– სხვაგან მოხვდით, ეს ნიუ იორკის კლინიკაა. დიდი ხანია საქართველოდან ვარ წამოსული და აქ ვმუშაობ. სასიამოვნოა ქართული ხმის გაგონება. შემიძლია დაგეხმაროთ, გაგიგოთ ფაჩულია რომელ სასტუმროშია…

ქალბატონს ნამდვილად არ სურდა დამშვიდობება, მეც არ ვიჩქარე, გამოვკითხე რა კლინიკა იყო, რა სპეციალობით მუშაობდა, “ჟუჟუნა წვიმას” წამღერებაღა დაგვაკლდა…

მოვიგე?

მანუჩარ მარკოიშვილი 2002 წელს გავიცანი. 2003-ის სექტემბერში ტრევიზოში დავურეკე და იტალიის სუპერთასის მოგება მივულოცე, კარგია სეზონი წარმატებულად რომ დაიწყეთ-მეთქი.

მანუჩარმა მადლობა გადამიხადა და მკითხა: რას მილოცავო?..

– სუპერთასის მატჩში “კანტუს” რომ მოუგეთ.

– რა ვქენით?

– გამარჯვებას გილოცავ.

– არ მოგვიგია, დავმარცხდით, – მიპასუხა გაკვირვებულმა მარკოიშვილმა და როცა გავარკვიე, რომ მისმა “ბენეტონმა” “კანტუსთან” 79:85 წააგო, მანუ გამომიტყდა:

– არადა, გამიკვირდა, რის მოგებას მილოცავს-მეთქი. ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ მეშაყირებოდი… ბოლოს მივხვდი, რომ ანგარიში აგერია.

იმხანად “ბენეტონი” ევროპაში იმდენად სახელიანი გუნდი იყო, რომ იტალიაში “კანტუსთან” დამარცხებას არავინ მოელოდა. მეც უბრალოდ ანგარიშს დავხედე და მეტი რიცხვი “ბენეტონისა” მეგონა.

ცხოვრება დიდი გაკვეთილია – მას მერე ანგარიშებს განსაკუთრებულად ვაკვირდები.

სად არის საქართველო?!

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის გახსნის დღეს, პოლონეთთან თამაშის წინ, სლოვენიის ქალაქ ცელიეს ქუჩებში გავიარე. მაინტერესებდა, ტრიალებდა თუ არა ჰაერში კალათბურთის სუნი. ყოველ კუთხე-კუნჭულს ევრობასკეტის სიმბოლო ამშვენება, ხოლო კაფე-რესტორნებში ცელიეს ჯგუფში მოთამაშე გუნდების დროშები იყო გამოფენილი.

ქალაქის ცენტრში საინტერესო ადგილს ჩავუარე: ერთ დაწესებულებაში ერთმანეთის გვერდით ლუდისა და ნაყინის ჩამოსასხმელი მოწყობილობები იდგა. ამ კაფე-ბარს ჩვენი ჯგუფის გუნდების დიდი დროშები ამშვენებდა – ესპანეთი, სლოვენია, ხორვატია, პოლონეთი და ჩეხეთი… საქართველო არსად ჩანდა. ყველა მხრიდან მოვუარე, მაგრამ ხუთჯვრიანი ალამი მაინც ვერ ვიპოვნე. შევედი და მეპატრონეს ვკითხე:

– საქართველოს დროშა რატომ არ გიკიდიათ?

– არ მაქვს. ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერსად ვიშოვე, – მიპასუხა ღიმილით, – თქვენ ხომ არ გაქვთ?

სლოვენიელს არაფერს დავპირებივარ, ღიმილით დავემშვიდობე და “ზლატოროგის არენის” გზას გავუყევი.

მეორე დღეს, გათენდა თუ არა, ქალაქში გავედი, მაინტერესებდა, როგორ აფასებდნენ საქართველოს ნაკრების პოლონეთთან თამაშს ადგილობრივები. ხორვატულ გაზეთ “სპორტსკი ნოვინეში” ჩვენი გუნდის შესახებ ვრცელი სტატია ეწერა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, სტატიის რამდენიმე ფრაზის თარგმნა სანაყინის ნაცნობი გამყიდველისთვის მეთხოვა. არ დამზარდა: “გორტატი ევრობასკეტზე მედლებისთვის ჩავიდა, მაგრამ საქართველომ პარკეტზე დაანარცხა”.

განსაკუთრებით საინტერესო იყო საგაზეთო ფოტოზე მინაწერი: “საქართველომ პირველი მატჩი ისე ჩაატარა, მედლებზე ფიქრიც შეუძლია”, – მითარგმნა სლოვენიელმა მეპატრონემ (გამყიდველიც თავად იყო) და იქვე კუთხეში გაკრულ საქართველოს დროშაზე მიმითითა:

– გუშინ შინ რომ მივედი, თქვენი ქვეყნის ორი დროშა ჩემი ხელით დავხატე, დილას კი კაფე-ბარის ყველაზე გამოსაჩენ ადგილებზე მივაწებე. როგორ მოგწონს?

ამბავი აქ არ დასრულებულა: ქართული დროშის სლოვენიური ისტორია გაზეთ “ლელოში” დავწერე. თურმე, ერთ-ერთი ჩვენი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას წაუკითხავს და სლოვენიაში მივლენილი ჟურნალისტისთვის დაუვალებია, იმ კაფეზე, სადაც ხელით დახატული საქართველოს დროშაა, სიუჟეტი მოამზადეო.

…ქართული ტელეკომპანიის ჟურნალისტს დარბაზში შევხვდი, წარბშეკვრით მითხრა – ეს რა მიყავი, მაგ შენი სანაყინის ძიებაში ნახევარი ცელიე გადავატრიალეო.

კარგად, ძმაო

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ნაკრებებმა სლოვენიის დედაქალაქში მოიყარეს თავი. ვიდრე ჩემპიონატი განახლდებოდა, გაიმართა ტურნირი ჟურნალისტებს შორის, რომლის დასრულებისთანავე პარკეტზე ლუბლიანას მერი ავიდა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას შაბლონური სიტყვებით მიესალმა. მოულოდნელად ქართული სიტყვებიც შემომესმა – “გამარჯობა, ბიჭო!”

მალევე მივხვდი, რომ ეს სცენიდან არ იყო ნათქვამი, ჩემს გვერდით ტანმაღალი ახალგაზრდა აღიმართა და ღიმილით განაგრძო: “როგორა ხარ?”

გაკვირვებულმა ავხედე, სლოვენიური შესახედაობისა, ასე, 207-208 სმ სიმაღლისა იქნებოდა. ქართულად მოვიკითხე და ჩვენებურსავე ენაზე მითხრა – კარგად ვარო.

ლოგიკური კითხვა გამიჩნდა: საიდან იცი ქართული?

“რეზო ათანელიშვილის მეგობარი ვარ. მასთან შარშან საქართველოშიც ვიყავი და მანუჩარ მარკოიშვილის ქორწილშიც გახლდი. ასე რომ, ქართველებსაც შესანიშნავად ვიცნობ და თქვენი სუფრის ტრადიციებსაც”, – მითხრა სლოვენიელმა, რომელიც თურმე “სლოვანში” რეზოს გვერდით თამაშობდა. თუმცა, ათანელიშვილისგან განსხვავებით, ალიაჟ ვრაბეცმა კარიერა ნაადრევად დაასრულა და ჟურნალისტობას მიჰყო ხელი. ამჟამად გაზეთ “დნევნიკის” კორესპონდენტია.

ვუთხარი – ცოტა ადრე რომ მოსულიყავი, ქართველ ჟურნალისტთა ნაკრებში ნატურალიზებულის სტატუსით ითამაშებდი და მედლებისთვისაც ვიბრძოლებდით-მეთქი. გაიკვირვა: რატომ ნატურალიზებული – ნახევრად ქართველი ვარ, წინადადებების გამართვა მიჭირს, თორემ ბევრი თქვენი სიტყვა ვიცი, ჟარგონებზე ხომ ლაპარაკიც არ არისო. ეს მითხრა და ღიმილით მოჰყვა ქართულ გინებას, ისეთი სიტყვები იხმარა, თმები ყალყზე დაგიდგებოდა.

ჟარგონები სლოვენიაშიც უხვად ჰქონიათ, თუმცა ხალხის ხასიათიდან გამომდინარე, აგრესიას იშვიათად გამოხატავენ. ალიაჟმა საინტერესო ამბავი გაიხსენა:

“სლოვენიაში ერთი მეორეს თუ შეაგინებს, პასუხად გინებასვე მიიღებს. არ ბრაზდებიან. კარგად ვიცი, რომ საქართველოში ასე არ არის. ჰოდა, ერთ-ერთი ახალგაზრდული მატჩისას “სლოვანის” მოწინააღმდეგე გუნდის კალათბურთელმა ათანელიშვილს შელაპარაკებისას შეაგინა. უნდა გენახათ, რეზო როგორ გაბრაზდა, მოწინააღმდეგეს გასახდელამდე სდია. თუ არ ვცდები, ათანელას ამ ინციდენტის გამო ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.”

ალიაჟ ვრაბეცს არც დამშვიდობება შეშლია:

– კარგად, ძმაო.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15 თებერვალი, 2026
სპორტი

ნიდერლანდებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

16:48; 13 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

21:57; 12 თებერვალი, 2026
სპორტი

ნიკა ეგაძე, ფიგურულ ციგურაობაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია!

09:55; 11 თებერვალი, 2026
სპორტი

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

11:57; 5 თებერვალი, 2026

სასამართლომ ყაჩაღობასა და მუქარაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15.02.2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15.02.2026
სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15.02.2026
სამართალი

“კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს”

18:04; 15.02.2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15.02.2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15.02.2026
სამართალი

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში- რა წერია აუდიტის ანგარიშში

15:49; 15.02.2026
სამართალი

ძალადობა არასრულწლოვანზე – პოლიციელი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

14:04; 15.02.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

13:38; 15.02.2026
პოლიტიკა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

13:24; 15.02.2026
სამართალი

რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა დადებითი შედეგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გურიაში

13:03; 15.02.2026
სამართალი

მამაკაცი დაჭრეს- რას აცხადებს შსს

12:53; 15.02.2026
ზაფრანი

„გამოსაშვები გამოცდა“

12:27; 15.02.2026
ზაფრანი

„დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა…“

12:24; 15.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო