რუსეთის პრეზიდენტს კორონავირუსისგან სადეზინფექციო გვირაბებით იცავენ.
როგორც პუტინის პრესსპიკერმა განაცხადა, თუ ვინმეს კრემლში შესვლა და პუტინთან შეხვედრა სურს, ჯერ სადეზინფექციო გვირაბში უნდა გაიაროს.
„ერთი ასეთი სპეციალური გვირაბი, რომელიც წარმოებულია რუსული კომპანიის მიერ, მდებარეობს ქალაქ პენზაში, დამონტაჟებულია პუტინის ოფიციალურ ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში მოსკოვის გარეთ და კიდევ ორი კრემლში“, – თქვა დიმიტრი პესკოვმა.