მეცნიერების მტკიცებით, დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 2080-იან წლებამდე გაიზრდება, მაგრამ შემდეგ კლება დაიწყება.
მოსალოდნელია, რომ 80-იანებში მოსახლეობის რაოდენობა 10.3 მილიარდს მიაღწევს, მაგრამ, უკვე 2100 წლისთვის 10.2 მილიარდზე ჩამოვალთ.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე ადამიანების რაოდენობა მატულობს, არის ადგილები, სადაც ეს ზრდა მცირდება და მეტიც, შეინიშნება კლებაც კი. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითები იტალია და იაპონიაა.
მოსახლეობის შემცირებაზე ყველაზე მეტად შობადობის კონტროლია პასუხისმგებელი. ბევრი მომაკვდინებელი დაავადების დაძლევისა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მკვეთრად ზრდის პარალელურად მოსახლეობის რაოდენობის სტაბილურობისთვის შობადობის კონტროლი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
სწორედ ასეთ სტატისტიკაზე დაყრდნობით მიიჩნევა, რომ 2100 წლისთვის პოპულაციის რაოდენობა კლებას დაიწყებს.