ვერძები მწყრალად არიან ხუმრობებთან, მაგრამ მათი გაცინება მარტივია. იმის გათვალისწინებით, რომ ვერძები ცდილობენ საზოგადოებაში შეინარჩუნონ კომუნიკაბელური ადამიანის სტატუსი, ისინი გაიცინებენ ნებისმიერ ხუმრობაზე, ნებისმიერ საზოგადოებაში… თან ამას გააკეთებენ ისე გულწრფელად…ისე, რომ უფრო მეტ გულწრფელობას ვერც წარმოიდგენთ.
უმეტეს შემთხვევაში, კურო ცდილობს შეეწყოს მოსაუბრეს. ის კარგად გრძნობს როდის უნდა გაიცინოს და როდის არა. ქალი კუროები იშვიათად იმახსოვრებენ ან ყვებიან ანეკდოტებს, მაგრამ მათი მოსმენისას ხშირად ეცინებათ. მამაკაცი კუროები კი გაიცინებენ მხოლოდ იმაზე, რაც მათ რეალურად სასაცილოდ მოეჩვენებათ… ხოლო სასაცილოდ მათ ეჩვენებათ ის, რაზე გაცინებაც რეალურად არ შეიძლება. კუროს ხიბლავს შავი იუმორი.
ტყუპები – ეს ზოდიაქო, იშვიათი, სიტუაციური იუმორის მომხრეა. მათ საუკეთესოდ მხარს უბამენ მერწყულები და სასწორები. თუმცა ისინი ყველა კამპანიის გაცინებას მოახერხებენ. ისევე როგორც მერწყულები, ორიგინალურ ხუმრობებს იგონებენ. გარდა ამისა, შეუძლიათ სწრაფად შეთხზან სასაცილო ისტორიები და ანეკდოტები.
კირჩხიბებს რბილი ხასიათი აქვთ, რაც იუმორზეც აისახება. განსაკუთრებით ქალ კირჩხიბებს არ უყვართ უხეში ხუმრობები. მათ უფრო იზიდავთ კეთილი იუმორი. ასევე შეუძლიათ გაიგონ უმრავლესობისთვის გაუგებარი იუმორი. არც ეცადოთ გააცინოთ კირჩხიბი ბილწი იუმორით – რა თქმა უნდა, უხერხულობა რომ არ გამოიწვიოს, გაიღიმებს, მაგრამ ნაძალადევად. კირჩხიბი ძირითადად იცინის ხუმრობებზე და არა თავად ხუმრობს.
ქალი ლომები იუმორთან მწყრალად არიან. განსაკუთრებით მაშინ, თუ რაიმე პრობლემა აქვთ. კარგი იქნება, თუ ქალი ლომის მოსახიბლად ორიგინალურ ფრაზებს გამოიყენებთ და არა ანეკდოტებს. კაცი ლომები კი, რათა ყველას ყურადღება მიიპყრონ, რაც შეიძლება მეტ ხუმრობას იტყვიან, განსაკუთრებით ისეთს, რომელიც იმ კონკრეტულ საზოგადოებას მოუხდება… ამას კი ლომები არაჩვეულებრივად გრძნობენ. მათი გაცინება გასაგები და მოკლე ხუმრობებით შეიძლება.
ქალწული – აი, ვინაა ნამდვილი შავი და ცინიკური იუმორის ღვთაება! მხოლოდ ქალწულს შეიძლება ჰქონდეს თავში ამდენი სარკასტული ფრაზა. ქალწულები განსაცვიფრებელი გონიერებით გამოირჩევიან, შესაბამისად სიტუაციური იუმორი აქვთ და შეუძლიათ ერთი ფრაზით „მოცელონ“ მოწინააღმდეგე. ქალწულის გაცინება იმავე იარაღით შეიძლება.
სასწორი ძირითადად სწორედ ხუმრობებით ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თუ ამ საზოგადოებაში მასთან ერთად იქნებიან ტყუპები და მერწყული, მაშინ იქაურობა ცირკად გადაიქცევა. სასწორის გონებაში უამრავი ხუმრობაა, რომელთა მარაგი ფაქტობრივად არასდროს იწურება. ქალ და მამაკაც სასწორებსაც შეუძლიათ ერთი ფრაზით სიკვდილამდე აცინონ მეგობრები.
მორიელებმა ყოველთვის იციან ახალი და ორიგინალური ხუმრობები. კრეატიული და ენამოსწრებულები არიან. მათი ხუმრობების კოლექცია ულევია. ასევე შეუძლიათ ბოროტი ხუმრობებით ხასიათი გაგიფუჭონ… არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ისტორია, ანეკდოტი თუ უცებ მოფიქრებული ფრაზა, მორიელი შეაფასებს ხარისხიან იუმორს. მაგრამ, ღმერთმა არ ქნას და იხუმროთ თავად მორიელზე … თორემ თქვენი ხუმრობა უკანასკნელი აღმოჩნდება.
მშვილდოსნებს სწვდებათ მხოლოდ „დაძველებული“ იუმორი. ვერ ვიტყვით რომ ისინი კარგად…ან საერთოდ ხუმრობენ. თუ გადაწყვეტთ მშვილდოსანი გააცინოთ, აღიჭურვეთ უკვე ნაცადი ანეკდოტებით.
თხის რქა იშვიათად ხუმრობს, რადგან იცის, რომ იშვიათად გამოსდის… თხის რქა, რომელიც ხუმრობს… ეს უკვე მერწყულია. მაგრამ კარგი იუმორის იმავე ხუმრობაზე ორჯერ არ გაიცინებენ… უფრო მეტიც, თქვენს მიმართ პატივისცემასა და ინტერესს დაკარგავენ.
ყველაზე მარტივი, რაც კი შეიძლება გააკეთო, ეს მერწყული ქალის გაცინებაა. ეს კისკისა ქალბატონი მზადაა გაიცინოს მაშინაც კი, როცა მისი სახლი იწვის. გარდა ამისა, მერწყულმა თავისი პოზიტიური მიდგომით, შეიძლება ისიც კი გააცინოს, ვინც ამ სახლშია! კაცი მერწყულების გაცინება ოდნავ უფრო რთულია. არ ეცინებათ ობმოკიდებულ ანეკდოტებზე, თუმცა ახალს და გონივრულს აუცილებლად შეაფასებენ.
კაცი თევზები ხუმრობებით მალევე იპყრობენ საზოგადოების ყურადღებას… განსაკუთრებით, თუ ეს საზოგადოება მანდილოსნებისგან შედგება. მათი პირიდან ნებისმიერი უბრალო მოყოლილი ანეკდოტიც კი შეიძლება სასაცილო გამოვიდეს. ოღონდ ნუ ეხუმრებით თევზებს საკუთარ თავზე. ეს მათ აკომპლექსებთ.