პაკისტანში, დაუსახლებელ კუნძულზე ათეულობით მაწანწალა ძაღლი ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლების ნაწილი კუნძულზე უცხოელმა მეზღვაურებმა დატოვეს, მათი უმეტესობა კი ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანებით ქალაქის ქუჩებიდან გადაიყვანეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, კუნძულზე ცხოველების საარსებოდ არც საკვები და არც მტკნარი წყალი არ მოიპოვება.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში სადაც ძაღლებს უწმინდურ არსებებად მიიჩნევენ, მათთვის საკვები მეთევზეებს მოაქვთ.