კვლევაში, რომელშიც 14 ასტრონავტი მონაწილეობდა, მეცნიერებმა კოსმოსში იმუნური სისტემის დასუსტების მექანიზმები შეისწავლეს.
მეცნიერებმა ლეიკოციტებში გენის გამოხატულება გამოიკვლიეს. მკვლევარებმა ასტრონავტების სისხლის უჯრედები კოსმოსურ მისიებამდე და მისიების შემდეგ შეისწავლეს.
შედეგებმა აჩვენა, რომ ლეიკოციტებში გენის ექსპრესია მნიშვნელოვნად შემცირდა კოსმოსში გასვლისთანავე. შემცირება მოხდა საერთაშორის კოსმოსურ სადგურზე (ISS) პირველივე დღეებში. თუმცა, დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, გენები თანდათანობით დაუბრუნდნენ ნორმალურ მდგომარეობას — საინტერესოა, რომ ამას ერთი თვე დასჭირდა.
მკვლევრების თქმით, ამის მიზეზი დედამიწის გრავიტაციის არ არსებობაა. კოსმოსში სისხლის მიმოქცევა ისე არ ფუნქციონირებს, როგორც ეს დედამიწაზე.
მკვლევრებს ახლა სურთ შეიმუშავონ ზომები, რომლებიც ასტრონავტების იმუნიტეტს მეტად დაიცავს.
ავტორი