სტრესთან გამკლავების მარტივი და ეფექტური გზები არსებობს:
მხიარული ვიდეოს ყურება
მოკლე, სასაცილო ან თუნდაც სულელურმა ვიდეომ შესაძლებელია შეგიმსუბუქოთ სტრესი და გადაღლილ ტვინს დასვენების საშუალება მისცეს. იუმორი ასევე ხელს უწყობს პროდუქტიულობის ზრდას. კვლევებმა აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც პერიოდულად გადააქვთ ყურადღება სამუშაოდან სასაცილო ვიდოებზე, უფრო სწრაფად ართმევენ თავს რთულ ამოცანებს.
ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი შეიცავს ამინომჟავას, რომელსაც შეუძლია შეამციროს ორგანიზმის სტრესული მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სირთულეების წინაშე დგას. მწვანე ჩაი ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
ფორთოხლის სურნელი
ბრაზილიელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ფორთოხლის სუნმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს სტრესი. სტრესის შესამსუბუქებლად, წაისვით ფორთოხლის ეთერზეთი, ან უბრალოდ გაჭერით ახალი ფორთოხალი და დატკბით მისი არომატით.
ბურთის დარტყმა იატაკისთვის
ნებისმიერი განმეორებადი მოძრაობა, როგორიცაა: სიარული, იატაკზე ან კედელზე ბურთის დარტყმა, ქსოვა, ხატვა, ფერწერა, ველოსიპედით მოძრაობა დაგეხმარებათ განტვირთვაში. ერთი მოქმედების მუდმივი განმეორება აიძულებს ტვინს კონცენტრირდეს ერთ კონკრეტულ აქტივობაზე, მოიშოროს ნეგატიური ფიქრები და უსიამოვნებები.
მზეში გასეირნება
ადამიანები, რომლებიც რეგულარულად სეირნობენ მზიან ამინდში და მუშაობენ მზის ნათელ შუქზე, ნაკლებად განიცდიან სტრესს და სხვა ფსიქიკურ აშლილობებს, უფრო ადვილად ამყარებენ კონტაქტს, ნაკლებად იმატებენ წონაში.
თავსატეხის ამოხსნა
ისეთი გონებრივი თავსატეხების ამოხსნა, როგორიცაა კროსვორდის შევსება, სუდუკუ და სხვა შესანიშნავი საშუალებაა დასასვენებლად და სტრესისთვის თავის დასაღწევად.
საყვარელი მუსიკა
რთული დავალების შესრულებისას მუსიკის მოსმენა დაგეხმარებათ სტრესის შემცირებაში, შფოთვის შემსუბუქებაში, არტერიული წნევის დაქვეითებაში, გულისცემის და სტრესის ჰორმონის დონის ნორმალიზებაში.
ხელების მასაჟი
ხელების მასაჟი დაგეხმარებათ მოდუნდეთ და შეამციროთ შფოთვა, მასაჟის გაკეთება სამუშაო აგილზევე შეგიძლიათ.
ღრმა სუნთქვა
ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ანელებს გულის რიტმს, ამცირებს წნევას და ნორმალიზდება სტრესის ჰორმონის დონე. სხეულის ჟანგბადით მომარაგებით, ღრმა სუნთქვა აუმჯობესებს თვითშეგრძნებას.