ლუდი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. კომპანია „Virginia Tech“-ის მკვლევარების მტკიცებით, ვინც ლუდს ზომიერი რაოდენობით რეგულარულად მოიხმარს, ახალგაზრდულ ასაკში გარდაცვალების 19% – ით უფრო ნაკლები შანსი აქვს.
ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორის ტიმ სპექტორის მტკიცებით, ღია ფერის ლუდი წონაში კლებას უწყობს ხელს. პროფესორი ამ პოპულარული ალკოჰოლური სასმელის ასეთ შედეგს მასში შემავალი იმ სასარგებლო ბაქტერიებით ხსნის, რომლებიც პირველ რიგში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭმლის მონელებისთვის არის.
ლუდი სიმსივნის რისკს ამცირებს, რაც სვიაში შემავალი ქსანტოჰუმოლისა და ფლავონოიდური ნაერთის შემცველობით არის განპირობებული, რომელიც კანცეროგენული ფერმენტების წარმოქმნას ბლოკავს.
გამოცემა „The New England Journal of Medicine“ – ის სტატიის ავტორების მტკიცებით, ლუდი, სვიაში შემავალი ქსანტოჰუმოლის წყალობით არა მხოლოდ ახალგაზრდობას ახანგრძლივებს, არამედ ადამიანებს ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებებისგანაც იცავს. მათივე განცხადებით, დღეში მხოლოდ ერთი ჭიქა ლუდს შეუძლია ქალები სიბერით გამოწვეული კოგნიტური პრობლემებისგან იხსნას.
ლუდი თირკმელებში ქვების წამოქმნის შანსს 41% – ით ამცირებს.
კომპანია „Guinesss“ – ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მუქი ფერის ლუდის სახეობებში, გაცილებით უფრო ნაკლები კალორიაა, ვიდრე ფორთოხლის წვენსა და უცხიმო რძეში.
სამეცნიერო ჟურნალი – „Journal of the Science of Food and Agriculture“ ამტკიცებს, რომ ლუდი, მასში შემავალი სილიციუმის მაღალი შემცველობის გამო ძვლებს აძლიერებს.