სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.