გოჭი – ყველაზე სასურველი ფულის დასაგროვებელი ყულაბაა. სიმპათიური, ვარდისფერი გოჭუნა უნდა იყოს. ფულის ჩაყრამდე აუცილებლად მოესიყვარულეთ. შეგიძლიათ წინ მისი საყვარელი ნუგბარი – რკოც დაულაგოთ.
ძაღლი – თქვენი განძის საუკეთესო დამცველი. ხშირად შეაქეთ, გვერდით დაუდეთ ძაღლური ნუგბარი.
ბუ – ფულის გაფლანგვის საშუალებას არ მოგცემთ. ბუს მეთვალყურეობით, თანხას მხოლოდ ბრძნულად განაგებთ. ასეთი ყულაბა უცხო თვალისგან მოფარებული უნდა გქონდეთ.
ციყვი – ფულის დაგროვებაში ყველაზე სწრაფი დამხმარე. შეიძლება თანხა ლატარიაშიც კი მოიგოთ. დამხმარეს გული რომ მოიგოთ, გაანებივრეთ თხილეულით.
კატა – არაორდინარული გზით ფულის მოპოვების საუკეთესო დამხმარეა. გაგიმძაფრებთ ინტუიციას, რომ კიდევ უფრო მეტი თანხა მოიპოვოთ. მის გვერდით აუცილებლად უნდა გქონდეთ სათამაშო წრუწუნა.
ცხენი – დაივიწყეთ ვალები და კრედიტები. ეს ცხოველი დაგეხმარებათ, ცხოვრება უზრუნველად გაატაროთ. მისი კეთილდღეობის მოსაპოვებლად დაულაგეთ შვრია ან თივა.
სახლი ან სკივრი – ასეთი ყულაბა კარგია მათთვის, ვისაც ფულის მოგროვება სახლის საყიდლად ან გასარემონტებლად სურს.