მსახიობი გია ფერაძე მეტად ტრაგიკული პიროვნება აღმოჩნდა. მისი ახლობლები ამტკიცებდნენ, რომ მხატვრულ ფილმში “არასერიოზული კაცი”, მის მიერ განსახიერებული როლი, იგივე გია ფერაძე იყო რეალურ ცხოვრებაში. გია უზადო იუმორით დაჯილდოებული ადამიანი იყო და მისი მრავალი გამონათქვამი იმდროინდელ თბილისში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა.
ცნობილმა საერთაშორისო მიმომხილველმა აბონ ციციაშვილმა ეთერში წარმოსთქვა “ცნობილი ტექსტი”: – ამერიკის პრეზიდენტს რეიგანს ნუ დაავიწყდება ქართული ანდაზა: “ რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”.
მეორე დღეს გია ტელევიზიის დერეფანში დახვდა. – რეიგანის ნიღბით, შავ კოსტიუმში გამოწყობილი. შორიდან დაუძახა: – ბატონო აბონ! რა გინდათ ჩემგან, რატომ არ დამანებებთ თავს? სანამ გია მიუახლოვდებოდა, გაოგნებული აბონ ციციაშვილი უკან, სტუდიაში შესვლას ცდილობდა.
ავტორი