https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ შედეგს მოგვცემს ექსპერიმენტი _ ფაროსანას „დესერტი“ შინაური ფრინველებისთვის

10:11; 7.11.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

აზიური მავნებლის, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ ის აქტიურად აღარ ჩანს ჩვენი სახლების აივნებში, ჭერსა  თუ  კედლებზე, არ უნდა შეჩერდეს.  ის დიაპაუზაში გადასვლის პერიოდშია და უხვად არის შეყუჟული შენობა-ნაგებობების და იქ განთავსებული სხვადასხვა   ნივთების,  საკუჭნაოების არეებში,  ძველმანების შიდა ადგილებში. ამიტომ დღეში ერთხელ საგულდაგულოდ უნდა შემოვიაროთ ასეთი  სივრცეები, როგორმე დავძლიოთ საყოველთაო ნიჰილიზმი, რომ ჩვენ მიერ გახორციელებულ მექანიკური ხერხებით  ფაროსანა არ მოისპობა.

„გურია ნიუსი“  („კარმიდამო ჩემი“)  კარგა ხანია, დაინტერესდა აქტიურად გავრცელებული ინფორმაციით იმის შესახებ, რომ თუ შინაურმა ფრინველმა ფაროსანა ჭამა, მისი ხორცი იღებს  სპეციფიკურ სუნს და საკვებად უვარგისი ხდება.  

 ერთ-ერთი ბეჭდური მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახურის გამოცდილი სპეციალისტი მადონა ჩიტაიშვილი ადასტურებდა, რომ შინაურ ფრინველს, ფაროსანას ჭამის შემთხვევაში, უჩნდება უსიამო სუნი და ის საკვებად უვარგისი ხდება. თუმცა,  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ქალბატონი მადონა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და უფრო მეტიც, განმარტა, რომ მსგავსი არსად არაფერი უთქვამს.

გაცილებით ადრე, სწავლულმა და გამოცდილმა აგრონომმა აკაკი ღლონტმა „გურია ნიუსთან“  გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, ვარგისი იქნება თუ არა შინაური ფრინველის ხორცი იმ შემთხვევაში,  თუ ის ფაროსანას  შეჭამს.

_ მოდით, საკითხს მივუდგეთ ასე: ახლა, ვის რა გაუხარდება, იმას ლაპარაკობს და ავრცელებს. საამისოდ საუკეთესო და  უკონტროლო სივრცე გახდა სოციალური ქსელი. მტკიცებით ფორმაში ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ლოგიკურ აზროვნებას ვეყრდნობი. შინაური ფრინველი, ქათამია თუ იხვი, კარგად ვიცით, ათასგვარ ჭიაღუას ჭამს, იჩხრიკება ყველაფერში, რაც ეზო-გარემოში შეხვდება. ოდესმე გაგიგიათ, რომ სუნი და გემო ამის გამო გაუფუჭდა? დავაკვირდეთ  შინაური ცხოველის,  ღორის რაციონს. ის კმაყოფილდება იმით, რასაც ადამიანი აჭმევს? რას არ ჩიჩქნის. ათასგვარ სიბინძურეს ეტანება. გაგიგიათ,  ამის გამო, მის ხორცს  გემო შეცვლოდეს? სხვა საკითხია, რამდენად სასარგებლოა, თუმცა, ყველა თანხმდება, რომ ძალიან გემრიელი ხორცი აქვს. ამიტომ მე ეს ნაკლებად მჯერა.  აქვე მტკიცებითი ფორმით ვერ ვისაუბრებ. ზოგადად კი, მარტო ჩვენი ძალებით ვერ მოვერევით ამ მავნებელს, _ გვითხრა მან.  

აქვე აღვნიშნავთ, რომ აკაკი ღლონტმა გადაიღო ვიდეომასალა, ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში, საყანე ფართობების დათვალიერების დროს, როცა მერცხლების გუნდი გააფრთებით ეხვეოდა  სიმინდის ყანას და ანადგურებდა ტაროებზე შესეულ ფაროსანას მატლებს (ნიმფას).  მან აღნიშნა, რომ მართალია, მერცხლები დიდხანს არ არიან ჩვენთან,  ფაროსანას განადგურება  რომ  უფრო ხანგრძლივად   შეძლონ, მაგრამ  ეს მისასალმებელია, რადგან ამ მავნებელს  ბუნებრივი მტერი თუ არ გამოუჩნდა, მხოლოდ ადამიანები ვერ მოერევიან.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოთქმულ აზრს  იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ფაროსანას ბუნებრივი მტრის შემოყვანა, კონკრეტულად _ იაპონური კრაზანის, რომელიც გაანადგურებს ამ  მავნებელს, ამას შეეწინააღმდეგა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ დანელია. მან განაცხადა, რომ კრაზანა ფუტკარს გაანადგურებს და საქართველოში აწ უკვე გაძლიერებულ დარგს, ვერ გაუჩენენ მტერს და  ბრძოლა უფრო  ბიოლოგიური მეთოდებით გაჩაღდება.

ინტერესი იმის თაობაზე, რამდენად შეეფერება სიმართლეს ფაროსანას ჭამის შემდეგ, სპეციფიურ სუნს მიიღებს თუ არა ქათმის ხორცი, „გურია ნიუსი“ („კარმიდამო ჩემი“)  დაინტერესდა. ექსპერიმენტი სამი თვის წინ დაიწყო და  დასასრულს უახლოვდება. შინაური ფრინველებიდან ერთ ქათამს და ერთ  იხვს მივუჩინეთ, ასე ვთქვათ, „ფაროსანას დესერტი“, რა თქმა უნდა, ბუნებრივ საკვებთან  (სიმინდი, ღერღილი, ხორბალი) ერთად.

ერთ იხვს და ერთ ქათამს, რომელიც „მარაქაში“ გამოვთიშეთ, აგვისტოდან ყოველდღიურად ან  დღეჩაგდებით, სიმინდის აკენკვის შემდეგ ან მანამდე,  ჩვენ მიერვე დაჭერილ ფაროსანას ვუყრით. დიდი სიამოვნებით არა, მაგრამ ჭამენ. ყოყმანი არ სჭირდებათ.  იყო შემთხვევა, როცა არ ჭამეს და სათითაოდ ჩავუყარეთ პირში,  სიმინდის მარცვალთან ერთად. ახლა როცა, ფაროსანა ნაკლებად ჩანს, ვეძებთ სათავსოებში და ექსპერიმენტს ვაგრძელებთ.  საექსპერიმენტოდ  „განწირულ“ იხვს და ქათამს ნოემბრის  შუა რიცხვების შემდეგ დავკლავთ და   შედეგზე  ჩვენს  დაინტერესებულ  მკითხველს  აუცილებლად ვუამბობთ. 

ჩვენი ექსპერიმენტის შესახებ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ანგელინა ნიკოლაიშვილი:

_ მივესალმები ასეთ ექსპერიმენტს. ძალიან კარგია და საინტერესოც, როცა ფერმერი, ჟურნალისტი თუ ნებისმიერი ადამიანი ასე დაინტერესდება. მე გირჩევთ, როცა დაკლავთ, ხორცი  მოხარშოთ  და ყოველგვარი სანელებლის გარეშე გასინჯოთ. ასევე საქმის კურსში ჩააყენეთ  სურსათის  ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც. ჩემის მხრივ, გეტყვით, რომ შესაძლოა, მართლაც ექნეს სუნი.  ის ნამდვილად ვიცი, რომ ახლად დაწურული ყურძნის მასაში თუ მოყვა, სუნს აძლევს და სითხე უვარგისი ხდება. ამ მავნებელს აქვს მეტად საშინელი შიგნეული, განეკუთვნება მყრალების ოჯახს. რაც მთავარია, შესწავლილი არ არის ეს მწერი. მე თვითონ ამ საქმის პროფესიონალი ვარ და კარგა ხანია, დაკვირვებას ვახდენ. ათი მილიონი მწერია დედამიწაზე და შესწავლილია მხოლოდ ერთი მილიონი. ამიტომ დაბეჯითებით ვერაფერს ვამტკიცებთ  თუ რისგან შედგება ფაროსანას შიგთავსი, ბიოქიმიურად ბოლომდე  არავის შეუსწავლია. ახლა დიაპაუზაშია, სრული ექვსი თვე არ იკვებება არაფრით. გაჭყლეტილ მწერს აქვს ძალზე ზეთოვანი შემცველობის მყრალი შიგნეული. ამდენი ხნის მანძილზე ძლებს კვების გარეშე. ბევრი რამ იწვევს ინტერესს და ამოუხსნელია  მისი არაერთი თვისება. ამიტომ მივესალმები თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯს.

ახლა აუცილებელია, თითოეულმა ადამიანმა გამოიჩინოს ინტერესი ამ მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად, რასაც, სამწუხაროდ, ნაკლებად, ვხედავ. სიამოვნებით გავეცნობი თქვენი ექსპერიმენტის  შედეგს, რაც  ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლასაც ნიშნავს, _გვითხრა ქალბატონმა ანგელინა ნიკოლაიშვილმა.

ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ ანგელინა ნიკოლაიშვილი, გამოცდილი მეცნიერი, პროფესიით ენტომოლოგი,  აგრძელებს საკუთარ კვლევას ფაროსანას შესახებ, რის შედეგსაც მეცნიერთა წინაშე წარადგენს, შემდეგ კი გვპირდება, რომ ექსკლუზივი „გურია ნიუსთან“ ექნება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

დადგენილება: ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

14:42; 29 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ჩემთან თუ 15-20 ლარით ნაკლებს არ დახარჯავთ, ვიდრე სუპერმარკეტში, ამ მაღაზიას ვაჩუქებ თქვენს რედაქციას”

13:39; 29 იანვარი, 2026
საზოგადოება

ლანჩხუთის სოფლები ბუნებრივი აირის მოლოდინში

13:36; 29 იანვარი, 2026
საზოგადოება

“განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება დასავლეთ საქართველოში” _ კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ

10:01; 29 იანვარი, 2026
საზოგადოება

20 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან

21:17; 28 იანვარი, 2026

ჯგუშია უგულავას: "ამას ვერ გა- "კმარ"-ებ, ჯერ სადა ხარ, შე "კმარა-ს" ნაბი...ვარო"

უკრაინის ვიცე-პრემიერი პავლო როზენკო სოზარ სუბარს შეხვდა (R)

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება წარუდგინა

17:38; 29.01.2026
სამართალი

“თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს” _ საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

14:44; 29.01.2026
საზოგადოება

დადგენილება: ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

14:42; 29.01.2026
პოლიტიკა

“მეწარმე იურიდიული პირი მეწარმე სუბიექტი უნდა იყოს, ხოლო პოლიტიკა პარტიამ აკეთოს”

14:35; 29.01.2026
მსოფლიო

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

13:57; 29.01.2026
სამართალი

სისტემატურად აუპატიურებდა ოჯახის წევრს _ დაკავებულია 19 წლის ბიჭი

13:50; 29.01.2026
საზოგადოება

“ჩემთან თუ 15-20 ლარით ნაკლებს არ დახარჯავთ, ვიდრე სუპერმარკეტში, ამ მაღაზიას ვაჩუქებ თქვენს რედაქციას”

13:39; 29.01.2026
საზოგადოება

ლანჩხუთის სოფლები ბუნებრივი აირის მოლოდინში

13:36; 29.01.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას – გამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს!

13:32; 29.01.2026
პოლიტიკა

დავით შარაშიძეს, რომელიც პოლიციელის ცემაშია ბრალდებული, უფლებამოსილება შეუჩერეს

12:34; 29.01.2026
სამართალი

დააკავეს თუ არა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის ინციდენტში მონაწილე პირები

12:26; 29.01.2026
სამართალი

ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილის მამა დააკავეს

11:56; 29.01.2026
საზოგადოება

“განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება დასავლეთ საქართველოში” _ კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ

10:01; 29.01.2026
ზაფრანი

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვიცით, რომ რუსები ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან

9:49; 29.01.2026
ზაფრანი

რა ასაკში გამდიდრდებით

9:35; 29.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო