„ქალაქში უნდა არსებობდეს გამჭოლი გზები“ – საცობების პრობლემის მოგვარების გზებზე კომენტირებისას „ბიზნესპრესნიუსთან“ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ განაცხადა.
მანვე განმარტა, რომ გამჭოლი გზები არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ თბილისში საცობების პრობლემა მოგვარდეს. მელაძის თქმით, გულისხმობს ისეთ საავტომობილო გზებს, რომელზეც არ არის ისეთი შემაფერხებლები, როგორიცაა შუქნიშანი და სხვა.
„რამდენიმე რაღაც არის გასაკეთებელი: პირველი, უნდა არსებობდეს ქალაქში გამჭოლი გზები, რომელზეც არ არის შუქნიშნები და შემაფერხებლები, რომელიც ქალაქის ერთ ბოლოში გადის და ერთი უბნიდან მეორეში შემოდიხარ და გადიხარ. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ დიდ ცივილიზებულ ქალაქს პლანეტაზე, სადაც გამჭოლი გზები არ არის. ერთმანეთთან აცდენილი მაინც უნდა იყოს გზები“, – ამბობს მელაძე.