საჩუქარს შეუძლია გაბედნიერება, საჩუქრის მიმღებთან გრძნობების გამოხატვა და ურთიერთობების გამყარება, თუმცა, მას შესაძლოა, საპირისპირო ეფექტიც ჰქონდეს.
როგორც BBC იუწყება, არსებობს რამდენიმე ფსიქოლოგიური რჩევა, რაც ადამიანებს საჩუქრის არჩევაში ეხმარება, თავიდან კი იმაში უნდა გავერკვეთ თუ ვის ვუძღვნით საჩუქარს და რა შედეგს ველოდებით.
რჩევები კი რასაც ფსიქოლოგები იძლევიან ასე გამოიყურება:
არ იღელვოთ ფასზე, იფიქრეთ საჩუქრის გრძელვადიან პერსპექტივაზე, დაივიწყეთ ორიგინალურობა და უნიკალურობა, იყიდეთ საჩუქარი საერთო ინტერესების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში თუ დიდი ხნის ურთიერთობა არ გაკავშირებთ-ჰკითხეთ, რას ისურვებდა და არ იფიქროთ საჩუქრის შერჩევაზე დიდ ხანს.