მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა საკმაოდ დიდ სიძნელებთანაა დაკავშირებული, ხოლო დასაქმების შემთხვევაში სამსახურის შენარჩუნებაზე უნდა ვიზრუნოთ.
გთავაზობთ სამსახურის შენარჩუნებისათვის რამდენიმე წესს:
- მიუხედავად იმისა, რომ თქვენი აზრით, ზოგიერთი თანამშრომელი ზარმაცობს, ზოგი კი საპენსიო ასაკისაა, სჯობს, არ გაახმიანოთ ეს მოსაზრება, რადგან დირექტორი გადაწყვეტილების მიღებაში დიდ მნიშვნელობას არ მიაქცევს ახლადმიღებული თანამშრომლის აზრს, ხოლო სხვები ეჭვისთვალით დაგიწყებენ ყურებას.
- სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, დაელოდეთ უფროსის ხელმოწერას და თანხმობას ამ საკითხზე.
- პრაქტიკაში არა ერთი შემთხვევა არსებობს იმისა, როცა პირადი საიდუმლო კონკურენტთან ჭიდილის დროს გამოუყენებიათ. თუ თქვენთვის აუცილებელია, ვინმესთვის პირადი ცხოვრების გაზიარება, უმჯობესია, ის დედას ან ერთგულ შინაურ ცხოველს გაანდოთ.
ავტორი