დღეს „ბარამიძე ჰესის“ ონლაინსკოპინგი გაიმართა.
შეხვედრა, რომელიც 2 საათზე დაიწყო რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ სურების საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი ტრაპაიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს არ იყო საკითხის განხილვა და შეხვედრაზე იკვეთებოდა სამინისტროსა და კომპანიის წარმომადგენლების ინტერესები.
„შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ იურისტები, ჩვენი წარმომადგენლები, იმათი მომხრეები. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ გვითხრა, რომ არ გვესმის ჰესი რამდენად კარგი იქნება ენერგოდამოუკიდებლობისთვის, რის გამოც კამათი მოხდა და მას დემაგოგი ეძახეს.
კომპანიასმ რომელმაც მოსახლეობას რაღაც-რაღაცები დაურიგა, შეხვედრაზე უთხრეს, რომ სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება და საქმე შესაძლოა სასამართლოში წავიდეს“,_ ამბობს გიორგი ტრაპაიძე.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ტრაპაიძე ამბობს, რომ აქციები გაგრძელდება, მაგრამ შემდეგი აქციის თარიღი ამ დროისთვის უცნობია.
ცნობისთვის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების მოსახლეობა სუფსის ხეობაში ჰესის აშენებას ეწინააღმდეგება.
მათ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს ჩოხატაურის მერიასთან.
ამავე თემაზე:
“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში