დედაქალაქში რამდენიმე დღეა რაც თეთრი ფერის ტაქსები გამოჩნდნენ.
დედაქალის მერმა კახა კალაძემ მერიის გვერდით მდებარე ავტოსადგომიდან რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქ ლაივში ისაუბრა სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც ტაქსებია.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს რეფორმის ფარგლებში საჩუქრად გადასცემს მანათობელს „TAXI თბილისი“.
„როდესაც ტაქსი ცარიელია და შეუძლია მგზავრის აყვანა, მანათობელი იქნება მწვანე ფერის და როდესაც მგზავრი ზის და დაკავებულია ის იქნება წითელი“, _ განაცხადა კალაძემ.