როგორ უნდა გაიგოთ, რომ თქვენი ამჟამინდელი შეყვარებული სწორედ ის არის, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება გსურთ? მიენდოთ ინსტინქტებს, თუ დაუსვათ საკუთარ თავს კონკრეტული კითხვები?
თქვენი ცხოვრება გაცილებით უკეთესი გახდა, რაც მას შეხვდით?
უფრო ბედნიერად გრძნობთ თავს? ცხოვრება სიხარულს განიჭებთ? სირთულეები არც თუ ისე სერიოზულად გეჩვენებათ?
თუ ეს ასეა, არჩევანში არ შემცდარხართ!
იღიმით ყოველ ჯერზე, როდესაც მას ხედავთ, ან მასზე საუბრობთ?
თუ ეს ასეა, თქვენ შეყვარებული ხართ – ეს უმნიშვნელოვანესი ნიშანია.
შეგიძლიათ მასთან საათობით ისაუბროთ ისე, რომ მოწყენილობა არ იგრძნოთ?
უდავოდ, სექსუალური მიზიდულობა – რომანტიკული ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტია. თუმცა, არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორებიც. მაგალითად, სრულიად აუცილებელია, რომ პარტნიორი აკმაყოფილებდეს თქვენს ინტელექტუალურ მოთხოვნილებებს, თქვენ კი – მისას.
მზად არის თუ არა ის, მუდამ მხარი დაგიჭიროთ?
თქვენი ცხოვრების მეგზური რომ გახდეს? ქალი ამ როლს უნდა შეესაბამებოდეს. შეგიძლიათ მას უწოდოთ ცხოვრების თანამგზავრი, თუ ის მხოლოდ რიგითი გოგონაა? მოდის ის თქვენს დასახმარებლად, როდესაც ეს თქვენ გჭირდებათ?
თუ ის მხოლოდ მაშინ ურთიერთობს თქვენთან, როცა მისთვისაა მოსახერხებელი?
შემოგიშვათ მან თქვენს ცხოვრებაში?
ზოგიერთს დიდი დრო სჭირდება, მეორე ადამიანს რომ გაეხსნას, თუნდაც ძალიან ახლობელს. მაგრამ ზოგიერთი უბრალოდ უარს ამბობს, თავისი სუსტი მხარეები გამოავლინოს. ამ შემთხვევაში ურთიერთობა უპერსპექტივოა.
ეს თქვენი ბრალი არ არის. ხანდახან ადამიანებს არ შეუძლიათ, შეგიშვან საკუთარ ცხოვრებაში, რადგან გულის სიღრმეში იციან, რომ ეს ნამდვილი სიყვარული არ არის.