გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, არჩილ მჟავია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვყენებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ როგორ უნდა მოიქცეთ თუ კორონავირუსის სიმპტომები გაქვთ და ტესტის ჩატარება გინდათ
სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მოქალაქემ აუცილებლად უნდა დარეკოს 112-ში და მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია. შემდეგ ეს ინფორმაცია ეგზავნება ოჯახის ექიმს, რომელიც შესაბამის რჩევებს მოგცემთ. თუ თქვენი შემთხვევა საეჭვო აღმოჩნდება, მაგალითად გექნებათ ტემპერატურა, გადაგიყვანენ ე.წ. ცხელების ცენტრში ან კლინიკაში, სადაც ალგორითმის მიხედვით გაარკვევენ, რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით და რა სახის ტესტირება გჭირდებათ.
თუ, სურვილი გაქვთ ტესტირება ამ პროცედურების გვერდის ავლით, კერძო კლინიკაში ჩაიტაროთ, ამ შემთხვევაში თქვენ იხდით ტესტირების თანხას. თუმცა, თუ გექნებათ ექიმის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ თქვენს შემთხვევაში ტესტირება იყო აუცილებელი, უმეტეს შემთხვევებში, ამ თანხას სახელმწიფო დაფარავს,”_ წერს სოციალურ ქსელში არჩილ მჟავია.