ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილმა, ასევე რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადებულმა ამომრჩეველმა, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 14 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მხოლოდ მიუთითონ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლდებიან მომსახურების გადასახადისგან, რის შესახებაც დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.